თელავში არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აჩინებული“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საწარმო თელავის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სახელმწიფოს დახმარებით და სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით.
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ>>
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი კომპანია „აჩინებულში“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღება–გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ლაშა შალამბერიძის ინფორმაციით, 21 სექტემბრის მდგომარეობით, 2.700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული.

„ფერმერებს საშუალება აქვთ პროგრამაში ჩართულ ხილის გადამამუშავებელ კომპანიებში ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი. პროგრამაში 10-მდე ხილის გადამამუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან“, – განაცხადა შალამბერიძემ.

სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ამ პირობებით ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი კვლავ იზრდება
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
ყველა ახალი ამბავი
0