ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი კვლავ იზრდება

ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 25 პროცენტით გაიზარდა, აცხადებენ სამინისტროში.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 28,7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, ექსპორტზე გასული ხილის საერთო ღირებულებამ 26,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5,7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება 6,9 მილიონი დოლარით (36%) გაიზარდა.
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ გვაქვს წელს ატმის წარმატებული სეზონი
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18.942 ტონა), სომხეთში (8.156 ტონა), უკრაინაში (768 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ყაზახეთში (134 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), პოლონეთსა (98 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი – რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.
ყველა ახალი ამბავი
0