https://sputnik-georgia.com/20210904/qartveli-fermerebi-arastandartuli-vaslis-gayidvasi-saxelmwifosgan-daxmarebas-miireben-259308778.html
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
Sputnik საქართველო
სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს... 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T09:16+0400
2021-09-04T09:16+0400
2021-09-04T09:17+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/67/234446774_0:14:1500:858_1920x0_80_0_0_138e4f7fc7b3a3667d2cba84c9f0bbdb.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ფერმერები სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 10 სექტემბრიდან შეძლებენ, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.საქართველოს მთავრობა წელსაც დაეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში, რისთვისაც ფიქსირებული ფასებით შესყიდვის პროგრამას აამოქმედებს.სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებული შესყიდვისთვის გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.იმისათვის, რომ საწარმოებმა შეუფერხებლად ჩაიბარონ და გადაამუშაონ არასტანდარტული ვაშლი, საბრუნავი საშუალებების შესავსებად მათ შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო კრედიტებით სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში.არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
https://sputnik-georgia.com/20210826/xelisufleba-soflis-meurneobasi-7-mlrd-lars-daabandebs-258674059.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/67/234446774_145:0:1478:1000_1920x0_80_0_0_8f31549e50c601f2bb0ee67264dc35d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
09:16 04.09.2021 (განახლებულია: 09:17 04.09.2021) სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ფერმერები სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 10 სექტემბრიდან შეძლებენ, იუწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს მთავრობა წელსაც დაეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში, რისთვისაც ფიქსირებული ფასებით შესყიდვის პროგრამას აამოქმედებს.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებული შესყიდვისთვის გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
იმისათვის, რომ საწარმოებმა შეუფერხებლად ჩაიბარონ და გადაამუშაონ არასტანდარტული ვაშლი, საბრუნავი საშუალებების შესავსებად მათ შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო კრედიტებით სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.