ირაკლი თედორაძე: საქართელოში სოციალური მოლები უნდა გაიხსნას

© photo: Sputnik / Stringerბაზარი
ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ფერმერებს მათ მიერ მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხელსაყრელად რეალიზებაში, „Sputnik–საქართველოს“ საკუთარ მოსაზრებას ეკონომისტი ირაკლი თედორაძე უზიარებს.
საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სახელმწიფოს ხელშეწყობით მუნიციპალური სოციალური მოლები უნდა გაიხსნას, სადაც ფერმერები და მეწარმეები საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩაბარებას იმ ფასად შეძლებენ, რა ფასადაც მის რეალიზაციას მარკეტები ახდენენ, განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი თედორაძემ.
© Facebook / Tedoradze Irakliირაკლი თედორაძე
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
ირაკლი თედორაძე
მისი თქმით, ფერმერებს, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე ასეული კილოგრამი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მოჰყავთ, დამოუკიდებლად უჭირთ გასაღების ბაზრის მოძიება და ბევრი მათგანი იძულებულებია ქსელური მარკეტების კაბალურ შეთავაზებებს დათანხმდეს.
„ქსელური მარკეტები დემპინგურ ფასებში ყიდულობენ პროდუქციას ადგილობრივი მეწარმეებისგან და შემდეგ ოთხმაგი მოგებით ახდენენ მის რეალიზაციას. სოციალური მოლების შემთხვევაში კი ფერმერებს საშუალება ექნებათ მათთვის ხელსაყრელ ფასად გაყიდონ საკუთარი ნაშრომი“, – აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.
ეკონომისტის განმარტებით, ფერმერებს ამით არჩევანის შესაძლებლობა გაუჩნდებათ, არ იქნებიან იძულებული, დაემორჩილონ ქსელური მარკეტების მტაცებლურ პოლიტიკას და თავიანთი შრომა მათ გამდიდრებას მოახმარონ.

„თუ ფერმერმა საკუთარი პროდუქცია ხელსაყრელად ვერ გაყიდა და საკმარისი მოგება ვერ ნახა, დროთა განმავლობაში უარს იტყვის მის წარმოებაზეც, იმ პროგრამების მიუხედავად, რასაც მთავრობა ამ სექტორში დასაქმებულებისთვის ახორციელებს“, – განმარტა ეკონომისტმა.

რაც შეეხება თვითონ სოციალურ მოლებს, ეს უნდა იყოს დიდი მარკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერების მიერ მოყვანილი ხილის, ბოსტნეულის თუ რძისგან ნაწარმი პროდუქციის ლაბორატორიულ შემოწმებას და რეალიზაციას. მოლი ასევე დაეხმარება მათ ბუღალტრულ აღრიცხვაში და საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში.
„სოციალური მოლები აპრობირებული პრაქტიკაა უცხოეთის ბევრ ქვეყანაში. ასეთი მოლები მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შვეიცარია, აშშ. ვფიქრობ, ასეთი მარკეტები საქართველოშიც გაამართლებს და, რაც მთავარია, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ეკონომიკურ მოძლიერებას“, – აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
რას აპირებს მთავრობა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მთელ მსოფლიოში, ბაზრების დაკეტვამ, ფასების ზრდამ იმპორტულ პროდუქციაზე საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტების გადახედვასა და იმპორტჩანაცვლების გეგმებზე დააფიქრა, აქედან გამომდინარე – ფერმერებისა და სასოფლო საქმიანობაში ჩართული მეწარმეების დახმარებაზე.
ფერმერებისთვის დახმარების მიზნით ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ შეიმუშავა და 300 მლნ ლარი გამოყო. ამ პროგრამის წყალობით დამატებით შეღავათებს დაახლოებით 200 ათასი ფერმერი იღებს.
ქვეყანაში ასევე ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროექტი: „შეღავთიანი აგროკრედიტი“, საწარმოების თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, ფერმერებისთვის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, „ქართული ჩაი“. ზოგიერთი პროექტი კრიზისის გამო შეიცვალა.
ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა აგროსამრეწველო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, პროდუქტების უსაფრთხოება და სოფლის განვითარება.
ნატა პატარაია
ყველა ახალი ამბავი
0