https://sputnik-georgia.com/20210923/bokerias-klinikasi-sami-kovidinficirebuli-orsulis-mdgomareoba-kritikulad-mzimea-259843910.html
ბოკერიას კლინიკაში სამი კოვიდ-ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ბოკერიას კლინიკაში სამი კოვიდ-ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციისკენ განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც... 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T19:37+0400
2021-09-23T19:37+0400
2021-09-23T21:56+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250538853_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_a1edaa700c820f668c73a8b977ce7d66.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირებული სამი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.ორსულები ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. სულ კი ბოკერიას კლინიკაში 17 კოვიდ-ინფიცირებული ორსული მკურნალობს, მათგან მხოლოდ ერთია აცრილი.ექსპერტები ვაქცინაციისკენ ორსულებს განსაკუთრებით მოუწოდებენ, არწმუნებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. მათი განმარტებით, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე.როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამჟამად მსოფლიოში ორსულებისთვის რეკომენდებული და დაშვებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსული ქალია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 13 შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში ინდური („დელტა“) შტამის გავრცელების გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 602 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 570 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.711 ადამიანი.ამ დროისათვის ქვეყანაში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 740.814 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 25,9%. ბოლო პერიოდში მედიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ვაქცინაციის ტემპი ძალიან შემცირდა, მათ შორის – ორსულებში.
https://sputnik-georgia.com/20210920/gabunia-orsulebsi-vaqcinaciis-tempi-dabalia-259740462.html
https://sputnik-georgia.com/20210922/pfizer-i-fuwdeba-vada-gasdis-ras-svrebit-cercvaze-vaqcinaciis-tempit-ukmayofiloa-259815475.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250538853_0:106:1566:1280_1920x0_80_0_0_5836ccaaa33f27d4391c066a17f72705.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
საზოგადოება, ახალი ამბები, კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ბოკერიას კლინიკაში სამი კოვიდ-ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
19:37 23.09.2021 (განახლებულია: 21:56 23.09.2021) მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციისკენ განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირებული სამი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ტელეკომპანია
„რუსთავი 2“ ავრცელებს.
ორსულები ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. სულ კი ბოკერიას კლინიკაში 17 კოვიდ-ინფიცირებული ორსული მკურნალობს, მათგან მხოლოდ ერთია აცრილი.
„სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული. სამწუხაროდ, არიან მართვით სუნთქვაზე, ინდუცირებულ კომაში და გრძელდება მათი მკურნალობა, მდგომარეობა არის კრიტიკული“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ალექსი ვაჩაძემ.
ექსპერტები ვაქცინაციისკენ ორსულებს განსაკუთრებით მოუწოდებენ, არწმუნებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. მათი განმარტებით, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე.

20 სექტემბერი 2021, 16:41
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამჟამად მსოფლიოში ორსულებისთვის რეკომენდებული და დაშვებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსული ქალია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 13 შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში ინდური („დელტა“) შტამის გავრცელების გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში.

22 სექტემბერი 2021, 22:15
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 602 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 570 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.711 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 740.814 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 25,9%. ბოლო პერიოდში მედიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ვაქცინაციის ტემპი ძალიან შემცირდა, მათ შორის – ორსულებში.