https://sputnik-georgia.com/20210920/gabunia-orsulebsi-vaqcinaciis-tempi-dabalia-259740462.html
ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია
ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია
Sputnik საქართველო
სპეციალისტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. ამ დროისათვის... 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T16:41+0400
2021-09-20T16:41+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396752_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_284a55ec8c543512a81c2a3c94d96846.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში საგანმანათლებლო მუშაობა დაიწყო. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას>>მისი თქმით, მიუხედავად ორსულებში აცრის დაბალი ტემპისა, მათთვის ცალკე, ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა სხვადასხვა ღონისძიება ტარდება ორსულების ვაქცინაციის გასააქტიურებლად.საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსულია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 13 შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში გავრცელებული ინდური („დელტა“) შტამის გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. დიდი საფრთხის გამო სპეციალისტები ორსულებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.720 ადამიანი.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 662-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 595.926-ს მიაღწია.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20210826/gabunia-delta-syami-metad-agresiulia-orsulebsi-258653120.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396752_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_56eef522e14b95bb6832755548a10cdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია
16:41 20.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) სპეციალისტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. ამ დროისათვის საქართველოში ორსულების ვაქცინაციისთვის დაშვებულია მხოლოდ პრეპარატი Pfizer.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში საგანმანათლებლო მუშაობა დაიწყო. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, მიუხედავად ორსულებში აცრის დაბალი ტემპისა, მათთვის ცალკე, ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა სხვადასხვა ღონისძიება ტარდება ორსულების ვაქცინაციის გასააქტიურებლად.
„იცრებიან ორსული ქალბატონები, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ერთეული შემთხვევებია. კონკრეტულად ორსულებთან დაკავშირებით ცალკე ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიება რთულია გამოვყოთ, თუმცა საგანმანათლებლო მუშაობა დაწყებულია... გაეროს მოსახლეობის ფონდი გვეხმარება როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ასევე ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებით პროტოკოლი გადაიხედა, საინფორმაციო კამპანია გაძლიერდა“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსულია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 13 შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში გავრცელებული ინდური („დელტა“) შტამის გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. დიდი საფრთხის გამო სპეციალისტები ორსულებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.720 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 662-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 595.926-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.