Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გასდის, კატასტროფაა!“ – ცერცვაძე ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე

© photo: Sputnikთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
მედიკოსების შეფასებით, თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, ეპიდსიტუაცია, შესაძლოა, ისევ გაუარესდეს.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქვეყანაში ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც ქვეყნისთვის კატასტროფაა, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი – ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, ან არის ცალკეული ექსპერტების, ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და აიცრან.
ცერცვაძის თქმით, დაბალი აქტივობის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა Pfizer-ის გარკვეული დოზა შენახვის ვადის გასვლის გამო აუთვისებელი დარჩეს.

„ახლა ყველაზე მეტი სწორედ Pfizer-ი გვაქვს და ფუჭდება, ვადა გასდის. რას შვრებით, ხალხო, ადამიანი Pfizer-ს გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს Sinovac-ი, Sinopharm-ი, AstraZeneca, მივიღებთ Jonson&Jonson-ს. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში (სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს - რედ.) ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან?!“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

ცერცვაძე მოუწოდებს მოსახლეობას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არსებულ მდგომარეობას და ჩაიტარონ ვაქცინაცია.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე იძულებით აცრაზე არ ვსაუბრობთ
„თქვენ რა გგონიათ, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებული, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მხოლოდ 21%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
22 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.686.412 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 956.417 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33.5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 729.995 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 25.6%. 21 სექტემბერს აიცრა 13.962 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0