https://sputnik-georgia.com/20210922/gardabanshi-sartichalis-sashrobi-gaixsna-259808140.html
გარდაბანში „სართიჭალის საშრობი" გაიხსნა
გარდაბანში „სართიჭალის საშრობი" გაიხსნა
Sputnik საქართველო
საწარმოში, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 ათას ტონამდე მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T18:49+0400
2021-09-22T18:49+0400
2021-09-22T21:53+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804145_0:53:1873:1106_1920x0_80_0_0_1a38be8e6a5ad7b42f06cd938f0544cc.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი „სართიჭალის საშრობი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.საწარმოს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3,5 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან 3 მილიონი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი – 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტია. „სართიჭალის საშრობში”, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 ათას ტონამდე მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება: როგორ დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს>>>„ეს არის ახალი თანამედროვე საწარმო, სადაც მარცვლეულის ხარისხიან პირობებში დაბინავებაა შესაძლებელი. საწარმო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია როგორც საგრანტო, ისე შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით... თუ ჩვენ გვსურს ვაწარმოოთ მეტი მაღალხარისხიანი პირველადი წარმოების პროდუქცია, უნდა გვქონდეს შესაბამისი შემნახველი და გადამამუშავებელი სიმძლავრეები. ჩვენი მიდგომა არის კომპლექსური და ითვალისწინებს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლის ხელშეწყობას”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში მოსავლის დაბინავება უკვე თანამედროვე პირობებში ხდება.საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში უკვე შექმნილია 10 შემნახველი მეურნეობა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ჯამურად 5,2 მლნ ლარზე მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს.„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული.პროექტში ჩართულია 10-ზე მეტი კომერციული ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია.სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 880 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3,9 ათასი სესხი. სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 11,4 მლნ ლარს აჭარბებს.
https://sputnik-georgia.com/20210904/qartveli-fermerebi-arastandartuli-vaslis-gayidvasi-saxelmwifosgan-daxmarebas-miireben-259308778.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804145_153:0:1628:1106_1920x0_80_0_0_8dfd6ffefbad7c05e1a34ec4fbb3d700.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარდაბანში „სართიჭალის საშრობი" გაიხსნა
18:49 22.09.2021 (განახლებულია: 21:53 22.09.2021) საწარმოში, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 ათას ტონამდე მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი „სართიჭალის საშრობი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო,
ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საწარმოს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3,5 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან 3 მილიონი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი – 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტია. „სართიჭალის საშრობში”, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 ათას ტონამდე მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.
„ეს არის ახალი თანამედროვე საწარმო, სადაც მარცვლეულის ხარისხიან პირობებში დაბინავებაა შესაძლებელი. საწარმო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია როგორც საგრანტო, ისე შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით... თუ ჩვენ გვსურს ვაწარმოოთ მეტი მაღალხარისხიანი პირველადი წარმოების პროდუქცია, უნდა გვქონდეს შესაბამისი შემნახველი და გადამამუშავებელი სიმძლავრეები. ჩვენი მიდგომა არის კომპლექსური და ითვალისწინებს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლის ხელშეწყობას”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში მოსავლის დაბინავება უკვე თანამედროვე პირობებში ხდება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში უკვე შექმნილია 10 შემნახველი მეურნეობა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ჯამურად 5,2 მლნ ლარზე მეტია.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული.
პროექტში ჩართულია 10-ზე მეტი კომერციული ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 880 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3,9 ათასი სესხი. სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 11,4 მლნ ლარს აჭარბებს.