მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთში კორონავირუსის „ნიგერიული“ შტამი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Evgeny Epachintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ახალი შტამის მახასიათებლებია მაღალი ტემპერატურა, ხველება, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ყაზახეთში კორონავირუსის „ეტა“ შტამის („ნიგერიული“ შტამი) გავრცელება დაფიქსირდა, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი ცოიმ.
უწყებამ კორონავირუსული ინფექციის გენეტიკური კვლევები მიმდინარე წლის ივლის–აგვისტოში ჩაატარა.
კატეგორია „საყურადღებო“: ჯანმომ სიას კორონავირუსის ახალი შტამი დაამატა>>
„96 ნიმუშში სეკვენირების შედეგებით ყაზახეთის რესპუბლიკაში დადგინდა შემდეგი შტამების ცირკულირება: „დელტა“, („ინდური“) შტამი – 57 (59,4%), „ალფა“ („ბრიტანული“) – 24 (25%), „უჰანის“ – 10 (10,4%) და „ეტა“ („ნიგერიული“) – 5 (5,1%)“, – დაწერა ცოიმ Facebook-გვერდზე.
მისი ინფორმაციით, „ეტა“ შტამის ცირკულირება ქვეყნის ოთხ რეგიონში დადგინდა.

„ეტა“ შტამის გაჩენის შესახებ ცნობილი 2020 წლის დეკემბერში გახდა. პირველი შემთხვევები ნიგერიასა და დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. ჯანმოს მონაცემებით, 2021 წლის 15 სექტემბრისთვის „ეტა“ შტამი მსოფლიოს 77 ქვეყანაშია გამოვლენილი. ჯანმოს კატეგორიებით, ის „საყურადღებო“ შტამებს მიეკუთვნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ახალი შტამის მახასიათებლები იგივეა, რაც „ალფა“ და „ბეტა“ („სამხრეთაფრიკულ“) შტამებს ახასიათებს. ესაა მაღალი ტემპერატურა, ხველება, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა.
წაიკითხეთ ასევე:
ჯანმო: მსოფლიო შემოდგომაზე ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს
ჯანმოს ხელმძღვანელი: „დელტა“ შტამის გავრცელების ტემპები კატასტროფულია
ჯანმო: მსოფლიო COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლით პლატოზე იმყოფება
ყველა ახალი ამბავი
0