https://sputnik-georgia.com/20210826/janmo-gebreiesusi-axali-pandemia-semodgomistvis-258620724.html
ჯანმო: მსოფლიო შემოდგომაზე ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს
ჯანმო: მსოფლიო შემოდგომაზე ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. მსოფლიო საზოგადოება უახლოესი სამი თვის განმავლობაში ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო... 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T11:10+0400
2021-08-26T11:10+0400
2023-07-20T15:44+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:3110:1749_1920x0_80_0_0_443d0fd578c288407b75a1c5a9f24aa6.jpg
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. მსოფლიო საზოგადოება უახლოესი სამი თვის განმავლობაში ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ორგანიზაციის Twitter-აკაუნტზე გადაიცემოდა.როგორც ჯანმოს დირექტორმა აღნიშნა, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიხედვით სიტუაცია დასტაბილურდა, „მაგრამ ეს სტაბილიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა შენარჩუნებული − დაავადების 4,5 მლნ შემთხვევა და 68 ათასი გარდაცვლილი“.მანამდე, 14 აგვისტოს ჯანმოში განაცხადეს, რომ ბავშვთა შორის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იზრდება. ეს განსაკუთრებით შეინიშნება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებია. ორგანიზაციის სპეციალისტების განმარტებით, ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სახელმწიფოები უფროსი ასაკობრივი ჯგუფების აცრებზე იყვნენ კონცენტრირებული და არა უმცროსი ასაკისა.
https://sputnik-georgia.com/20210818/janmos-xelmZRvaneli-delta-Stamis-gavrcelebis-tempebi-katastrofulia-252616607.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d197dbd395dfed5c20c5f8aaeea56cae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო: მსოფლიო შემოდგომაზე ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს
11:10 26.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. მსოფლიო საზოგადოება უახლოესი სამი თვის განმავლობაში ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ორგანიზაციის
Twitter-აკაუნტზე გადაიცემოდა.
„მომდევნო სამი თვე კრიტიკული პერიოდი იქნება მომავალი პანდემიისთვის მოსამზადებლად და მასზე რეაგირების ღონისძიებების ორგანიზებისთვის“, − აღნიშნა მან.
როგორც ჯანმოს დირექტორმა აღნიშნა, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიხედვით სიტუაცია დასტაბილურდა, „მაგრამ ეს სტაბილიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა შენარჩუნებული − დაავადების 4,5 მლნ შემთხვევა და 68 ათასი გარდაცვლილი“.
მანამდე, 14 აგვისტოს ჯანმოში განაცხადეს, რომ ბავშვთა შორის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იზრდება. ეს განსაკუთრებით შეინიშნება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებია. ორგანიზაციის სპეციალისტების განმარტებით, ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სახელმწიფოები უფროსი ასაკობრივი ჯგუფების აცრებზე იყვნენ კონცენტრირებული და არა უმცროსი ასაკისა.