ჯანმოს ხელმძღვანელი: „დელტა“ შტამის გავრცელების ტემპები კატასტროფულია

© AP Photo / Anja Niedringhausჯანმოს ლოგო
ჯანმოს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული გეგმის რეალიზაციისთვის ორგანიზაციას სასწრაფოდ დამატებით 1 მილიარდი დოლარი ესაჭიროება.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელება წინ უსწრებს იმ ზომებს, რასაც მსოფლიო საზოგადოება COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართავს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„თითოეულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის ცხელი წერტილები მდებარეობს იქ, სადაც ვაქცინაციის დაბალი დონეა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შეზღუდული ზომები შეინიშნება“, – განაცხადა მან.
გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული გეგმის რეალიზაციისთვის ორგანიზაციას სასწრაფოდ დამატებით 1 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. ამას გარდა მან კიდევ ერთხელ გამოთქვა ორგანიზაციის მოწოდება მსოფლიო საზოგადოებისადმი, შეგროვდეს 7,7 მილიარდი დოლარი პროგრამისთვის ACT-Accelerator, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო საშუალებების წარმოების დასაჩქარებლად შეიქმნა.
ვაქცინაციის ცენტრი Hualing Plaza–ში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამყრელიძე: აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის იქნება კრიტიკული
„მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად გაფართოვდეს ტესტირების, ჟანგბადის მიწოდების, მკურნალობის, ვაქცინების, ჯანდაცვის მუშაკებისთვის დამცავი აღჭურვილობის მასშტაბები და გაფართოვდეს კვლევები მომდევნო თაობის ინსტრუმენტების სფეროში“, – განაცხადა მან.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 207,7 მილიონი ინფიცირებული პირია, ხოლო ჯონს ჰოპკინსის მონაცემებით, მათმა რიცხვმა უკვე 208,833 მილიონს გადააჭარბა. 4.386.814 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყველაზე რთული მდგომარეობაა აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში. 
ყველა ახალი ამბავი
0