https://sputnik-georgia.com/20210818/gamyreliZe-agvisto-seqtemberi-oqtomberi-kritikuli-iqneba-252614486.html
გამყრელიძე: აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის იქნება კრიტიკული
გამყრელიძე: აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის იქნება კრიტიკული
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T16:28+0400
2021-08-18T16:28+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205352_6:0:1280:720_1920x0_80_0_0_073732b8a1b3a64b26d01417abccdd77.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ქვეყანას აქვს რესურსი, რომ დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა შესაძლებელია მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც კი მიაღწიოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ-ლაივის“ დროს.გართულებული ეპიდვითარების ფონზე სპეციალისტები გამოსავალს მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ. მათი ინფორმაციით, ეპიდვითარების გამოსასწორებლად დღეში სულ მცირე 30-35 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა ისრაელის შემთხვევა, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70 პროცენტი სამ თვეში აცრა.ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.„აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210818/epidsituacia-rom-dastabilurdes-specialistebis-xedva-252611636.html
https://sputnik-georgia.com/20210818/vaqcinirebulebi-iusticiis-saministros-servisebze-SeRavaTebiT-isargebleben-252612115.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205352_134:0:1280:720_1920x0_80_0_0_df2de6adfbbfeb0a80b6a074485c903f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის იქნება კრიტიკული
16:28 18.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ქვეყანას აქვს რესურსი, რომ დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა შესაძლებელია მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც კი მიაღწიოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ-ლაივის“ დროს.
გართულებული ეპიდვითარების ფონზე სპეციალისტები გამოსავალს მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ. მათი ინფორმაციით, ეპიდვითარების გამოსასწორებლად დღეში სულ მცირე 30-35 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.
გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა ისრაელის შემთხვევა, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70 პროცენტი სამ თვეში აცრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.