https://sputnik-georgia.com/20210818/vaqcinirebulebi-iusticiis-saministros-servisebze-SeRavaTebiT-isargebleben-252612115.html
სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ
სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ
Sputnik საქართველო
ქვეყანაში საუბარია იმაზე, რომ ორი დოზით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა, გარკვეული სახის შეღავათები დაწესდეს. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T12:08+0400
2021-08-18T12:08+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894965_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c943c93008ba019f22f9345bdad3187c.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მოქალაქეები, რომლებიც სრულად, ორი დოზით ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.მინისტრი იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათების გაცემას დაესწრო და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სწორედ იქ აცნობა მოქალაქეებს.იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა დაიწყო. კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი. კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210817/kovidbaraTebis-gacema-iwyeba-252603697.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894965_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_fad0e9faf7717f00b6274a1adc1a9434.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ
12:08 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ქვეყანაში საუბარია იმაზე, რომ ორი დოზით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა, გარკვეული სახის შეღავათები დაწესდეს.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მოქალაქეები, რომლებიც სრულად, ორი დოზით ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მინისტრი იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათების გაცემას დაესწრო და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სწორედ იქ აცნობა მოქალაქეებს.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა დაიწყო. კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი. კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.