https://sputnik-georgia.com/20210921/saqartvelo-regionsi-pirveli-daiwyebs-molaparakebebs-saamiroebtan-tavisufal-vawrobaze-259784904.html
საქართველო რეგიონში პირველი დაიწყებს მოლაპარაკებებს საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე
საქართველო რეგიონში პირველი დაიწყებს მოლაპარაკებებს საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე
Sputnik საქართველო
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე, მიაჩნია მინისტრს 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T23:27+0400
2021-09-21T23:27+0400
2021-09-22T00:28+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259729818_0:88:1280:808_1920x0_80_0_0_194a40a844a9477917efce9341808754.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველო და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წინასწარი კვლევების ჩატარების გარეშე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მზარდი სავაჭრო დინამიკა შეინიშნება. თურნავას თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროები ყოველწლიურად ზრდის ქართული აგროსამრეწველო ნაწარმის იმპორტს, ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე.ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. საქართველომ ჯერ კიდევ Brexit-ის ამოქმედებამდე დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამავეს ელოდება ბრიტანული მხარისგან.მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარეობს სერბებთან, მალე დაიწყება ინდოეთთანაც. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დათქმას ელოდებიან. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასთან, შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან.
https://sputnik-georgia.com/20210920/investorebi-arabta-gaertianebuli-saamiroebidan-sul-ufro-metad-interesdebian-saqartveloti-259752778.html
https://sputnik-georgia.com/20210921/arabta-gaertianebuli-saamiroebis-msxvili-investorebi-saqartvelos-oqtombersi-ewvevian-259778588.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259729818_92:85:1116:853_1920x0_80_0_0_f1731d3ca0110cdbb5f7463c23ea902f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო რეგიონში პირველი დაიწყებს მოლაპარაკებებს საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე
23:27 21.09.2021 (განახლებულია: 00:28 22.09.2021) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე, მიაჩნია მინისტრს
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველო და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წინასწარი კვლევების ჩატარების გარეშე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.
„საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება დაიწყება სპეციალური კვლევის გარეშე, რადგან ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა თურნავამ არაბთა გაერთიანებულ საამიროების ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
20 სექტემბერი 2021, 22:26
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მზარდი სავაჭრო დინამიკა შეინიშნება. თურნავას თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროები ყოველწლიურად ზრდის ქართული აგროსამრეწველო ნაწარმის იმპორტს, ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე.
ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. საქართველომ ჯერ კიდევ Brexit-ის ამოქმედებამდე დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამავეს ელოდება ბრიტანული მხარისგან.
21 სექტემბერი 2021, 19:00
მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარეობს სერბებთან, მალე დაიწყება ინდოეთთანაც. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დათქმას ელოდებიან. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასთან, შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან.