https://sputnik-georgia.com/20210920/investorebi-arabta-gaertianebuli-saamiroebidan-sul-ufro-metad-interesdebian-saqartveloti-259752778.html
ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოთი
ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოთი
Sputnik საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდებმა გამოხატეს მზადყოფნა, შემოვიდნენ საქართველოში, გააფართოვონ და ინვესტიცია განახორციელონ... 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T22:26+0400
2021-09-20T22:26+0400
2021-09-20T22:26+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23608/23/236082380_0:229:3103:1974_1920x0_80_0_0_d83d65b39ecdca0cd8e0b28c437f12f4.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ბოლო წლებში ინვესტორებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან - არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან, ასევე „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორთან მუჰამედ საიფ ალ სუვაიდისთან და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორთან იუსუფ ალისთან.შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.მინისტრის თქმით, უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდებმა გამოხატეს მზადყოფნა, შემოვიდნენ საქართველოში, გააფართოვონ და ინვესტიცია განახორციელონ ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში.თურნავას თქმით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების აქტივიზაციაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების და ტურიზმის სფეროში.არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის დასაწყისიდან ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 87,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210919/axali-kavsirebi-da-investiciebi-natia-turnava-gaertianebul-saamiroebs-ewvia-259719671.html
https://sputnik-georgia.com/20210920/qartveli-mezgvaurebi-arabta-gaertianebuli-saamiroebis-plotshi-dasaqmdebian-259727105.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23608/23/236082380_345:202:2805:2047_1920x0_80_0_0_6d79b1ccdd3a573fc245470d626de7f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოთი
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდებმა გამოხატეს მზადყოფნა, შემოვიდნენ საქართველოში, გააფართოვონ და ინვესტიცია განახორციელონ ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ბოლო წლებში ინვესტორებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან - არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან, ასევე „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორთან მუჰამედ საიფ ალ სუვაიდისთან და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორთან იუსუფ ალისთან.
19 სექტემბერი 2021, 20:05
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.
„სწორედ ამიტომ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს 1,1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოვოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში“, -
განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდებმა გამოხატეს მზადყოფნა, შემოვიდნენ საქართველოში, გააფართოვონ და ინვესტიცია განახორციელონ ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში.
„ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და ასევე ძალიან მნიშნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების აქტივიზაციაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების და ტურიზმის სფეროში.
20 სექტემბერი 2021, 11:49
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის დასაწყისიდან ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 87,5 მილიონი დოლარი შეადგინა.