https://sputnik-georgia.com/20210921/arabta-gaertianebuli-saamiroebis-msxvili-investorebi-saqartvelos-oqtombersi-ewvevian-259778588.html
არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ინვესტორები საქართველოს ოქტომბერში ეწვევიან
არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ინვესტორები საქართველოს ოქტომბერში ეწვევიან
Sputnik საქართველო
არაბი ინვესტორების ინტერესთა სფერო საქართველოში მოიაზრებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა უძრავი ქონება, სასტუმროები და ტურისტული ინდუსტრია. 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T19:00+0400
2021-09-21T19:00+0400
2021-09-21T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259763607_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_265b3809082caca4575b064ae7cf67d3.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კორპორაციების წარმომადგენლები ოქტომბერში საქართველოს ბიზნეს-გარემოს გაეცნობიან, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. საქართველოს დელეგაცია ინვესტიციების პერსპექტივებს განიხილავდა ისეთ მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრებზე, როგორიცაა აბუ-დაბის განვითარების ფონდი, Mubadala, Lulu Group International, Dubai Holding, Dubai Investment, Dubai Investment Corporation, Armada Group и ADIA (აბუ-დაბის ინვესტიციების მმართველობა).არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის დასაწყისიდან ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 87,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210919/axali-kavsirebi-da-investiciebi-natia-turnava-gaertianebul-saamiroebs-ewvia-259719671.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259763607_296:0:1300:753_1920x0_80_0_0_c5c7334cdbeead505376428940ad32b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ინვესტორები საქართველოს ოქტომბერში ეწვევიან
19:00 21.09.2021 (განახლებულია: 22:48 21.09.2021) არაბი ინვესტორების ინტერესთა სფერო საქართველოში მოიაზრებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა უძრავი ქონება, სასტუმროები და ტურისტული ინდუსტრია.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კორპორაციების წარმომადგენლები ოქტომბერში საქართველოს ბიზნეს-გარემოს გაეცნობიან, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. საქართველოს დელეგაცია ინვესტიციების პერსპექტივებს განიხილავდა ისეთ მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრებზე, როგორიცაა აბუ-დაბის განვითარების ფონდი, Mubadala, Lulu Group International, Dubai Holding, Dubai Investment, Dubai Investment Corporation, Armada Group и ADIA (აბუ-დაბის ინვესტიციების მმართველობა).
19 სექტემბერი 2021, 20:05
„შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ძირითადად უძრავი ქონების, სასტუმროების, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის... სასიხარულოა, რომ უკვე ძალიან კონკრეტული მიღწევები გვაქვს და დაიგეგმა კონსულტანტებისა და კომპანიების დელეგაციების ვიზიტები, რომელთაც ოქტომბერში ვუმასპინძლებთ საქართველოში. ჩვენ მათ ადგილზე გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და შევთავაზებთ კონკრეტულ ლოკაციებს და პროექტებს“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის დასაწყისიდან ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 87,5 მილიონი დოლარი შეადგინა.