„წინასაარჩევნო სპექტაკლი“ – ბათუმში „პალმის კუნძულის“ მშენებლობას აპროტესტებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ აჭარაში ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ „პალმის კუნძულზე“ არ იფიქროს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა – ისინი დაანონსებული „პალმის კუნძულის“ მსგავსი პროექტის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
დუბაის მსგავსი „პალმის კუნძულის“ პროექტი ამ დღეებში აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის შენობასთან საჰაერო ბურთები და პალმის რტოები მიიტანეს.
მათი თქმით, როდესაც რეგიონში ყოველდღიურად მატულობს უფასო სასადილოებში შემსვლელები, ბათუმის მერიას არ შეუძლია უკანონო მშენებლობებთან გამკლავება, ხოლო ქალაქის მოსახლეობა წვიმის შემდეგ ნორმალურად ვერ გადაადგილდება, „პალმის კუნძულის“ მშენებლობაზე ლაპარაკი უბრალოდ დაცინვა და ირონიაა.
„ეს წინასაარჩევნო სპექტაკლია“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატმა ბათუმის საკრებულოში ალექსანდრე ფიფიამ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობა ინვესტორებს მოიზიდავს. პროექტის განხორციელებაზე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაიხარჯება.
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
როგორც დუბაიში: ბათუმში „პალმის კუნძული" გაჩნდება
აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს. ეს პროექტი რეგიონში მოიზიდავს ტურისტებს, ასევე შექმნის სამუშაო ადგილებს.
„პალმის კუნძულები“ ხელოვნური კუნძულების არქიპელაგია, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. არქიპელაგის შემადგენლობაში სამი დიდი კუნძული შედის, რომლებსაც პალმის ფორმა აქვს. ტურისტები მას „მერვე საოცრებას“ უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0