როგორ მიმდინარეობს არჩევნები დუმაში: საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებები

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
რაზე მეტყველებს ეუთოს უარი, გაეგზავნა საკუთარი დამკვირვებლები რუსეთში, Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში დსთ-ის პარლამენტთშორისი ასამბლეის წევრები განმარტავენ.
დანარა კურმანოვა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველად ხდება, როდესაც ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ამასთან არჩევნის გაკეთება, უბნის გარდა, ონლაინაც არის შესაძლებელი.
გახდება თუ არა რუსეთის არჩევნების ახალი ფორმატი ტენდენცია მთელი დსთ-სთვის? ახდენს თუ არა გავლენას ეუთოს უარი რუსეთში დამკვირვებლების გაგზავნაზე და როგორ შეიძლება შეფასდეს ევროპარლამენტის განცხადება სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? ამის შესახებ YouTube-არხზე „Sputnik რუსულად“ დსთ-ის პარლამეტთაშორისი ასამბლეის წარმომადგენლები — ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მოადგილე, დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორი ასკარ შაკიროვი და დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის საბჭოს სამდივნოს უფროსის მოადგილე, დემოკრატიის განვითარების საერთაშორისო მონიტორინგის ინსტიტუტის დირექტორი ივან მუშკეტი საუბრობენ.
რუსეთის დუმის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დაიწყო

საქმე მხოლოდ პანდემია არ არის

ამჟამინდელი არჩევნები პანდემიის გამო უპრეცედენტო პირობებში მიმდინარეობს, და რუსეთმა შეძლო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომის მიღება მოქალაქეებისთვის, მიაჩნია ასკარ შაკიროვს.
„ის უბნები, რომლებსაც ვეწვიეთ, იცავენ საკარანტინო ზომებს. გამოვკითხეთ დამკვირვებლები, ვიცით, რომ არის დამცავი საშუალებები, სანიტაიზერები“, — განაცხადა მან და დააზუსტა, რომ უბნებში შესვლის წინ ტემპერატურას მარტო ამომრჩევლებს კი არა, მედიის წარმომადგენლებსაც და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც უზომავენ.
ასკარ შაკიროვის თქმით, ამასთან რუსეთმა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ კანონზე მუშაობა, რომლის მიზანიც არჩევნების სრულყოფაა.

„დისტანციის ფორმატი უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა კუთხით, არა მხოლოდ პანდემიის თვალსაზრისით, — ამბობს შაკიროვი. — ის გულისხმობს ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვას, თუმცა ეს ფორმატი ასევე ხელსაყრელია ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანებისთვისაც, მათ ასევე შეუძლიათ ხმის მიცემა. ინფრასტრუქტურა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ელექტრონული ბიულეტენები უზადოდ მუშაობს“.

დუმისარჩევნებშიმონაწილეობს14 პოლიტიკურიპარტიადადსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეა შეხვდა მათ წარმომადგენლებს, ამბობს ივან მუშკეტი. „ჩვენ მათ დავუსვით კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ არჩევნებისათვის მზადების პროგრესს, როგორ აფასებენ ცესკოს მუშაობას“, — განმარტა მან და იქვე დასძინა, „ჩვენი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩატარდა დიდი და მასშტაბური სამუშაო“.
რუსეთის ცესკოს საინფოემაციო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
რუსეთის ცესკო:სათათბიროს არჩევნებზე ზედმეტი ბიულეტენების „ჩაყრის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა

ელექტრონული ხმის მიცემა — დსთ-ის მომავალი ტრენდი?

ელექტრონული ხმის მიცემის პრაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, რუსებმა თავად უნდა შეაფასონ, მიაჩნია ასკარ შაკიროვს. „მაგრამ მე ჩვენი ჯგუფის აზრს გამოვთქვამ — ეს არის გამოცდილება, რომლის შესწავლაც ღირს“, — ამბობს ის. — „თანამედროვე ტენდენციები საერთოა მრავალი ქვეყნისთვის“.
ივან მუშკეტის თქმით, დიგიტალიზაცია ვითარდება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, „ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ ინფორმაციულ საზოგადოებაში, მას აქვს საკუთარი გამოწვევები და ჩვენც სხვადასხვა ტექნოლოგიებს ვავითარებთ“, — განმარტავს ის და მოლდოვა მოჰყავს მაგალითად. — „წელს ჩვენ მოვამზადეთ მონოგრაფია „დიგიტალიზაცია და არჩევნები“, შევისწავლეთ ამ რესპუბლიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება. ციფრული ტექნოლოგიები ასევე ვითარდება ყირგიზეთშიც“.
თუმცა მუშკეტი ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ელექტრონულ კენჭისყრას. „ხალხი ფიქრობს: საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდება ერთია, მაგრამ როგორ დაამუშავებს მანქანა ხმებს? ამიტომ დისტანციური კენჭისყრა განვითარდება და სტიმულს მისცემს თანამეგობრობის სხვა ქვეყნებს. მაგრამ არა მგონია, ეს სწრაფი პროცესი იყოს და ინტერნეტით ხმის მიცემა ყველამ ხვალ დაიწყოს. ვიღაც არც ისე კარგად არის გათვითცნობიერებული ელექტრონულ მოწყობილობებში, საჭირო იქნება მოსახლეობასთან ახსნა-განმარტება“.
არჩევნები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
არჩევნები რუსეთში: 200 ათასზე მეტმა მოსკოველმა ონლაინ-კენჭისყრის დროს არჩევანი შეცვალა

რა საჭიროა სამი დღე არჩევნებისთვის?

ვრცელი დისკუსიების საფუძვლად იქცა დუმის არჩევნებში კიდევ ერთი სიახლე — ისტორიაში პირველად, დუმაში დეპუტატების არჩევა მთელი სამი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. თუმცა, ამაში არაფერია არაბუნებრივიო, ამბობს ასკარ შაკიროვი.
„ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ მოიცვათ მეტი ადამიანი, ადამიანების უფლებების დაცვით. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ჩვენ ყველას უნდა დავიცვათ გამონაკლისის გარეშე. და ნების გამოვლენის უფლება ასევე არის ადამიანის უფლებების დაცვის საგანი“, — ამბობს ის.
მის მოსაზრებას ივან მუშკეტიც ეთანხმება.

„დროის მონაკვეთი იძლევა საშუალებას, რომ ხმა დაუყოვნებლივ არ მისცეთ. შესაძლოა ვინმემ ერთ დღეში ვერ მოასწროს, ან ადამიანმა უნდა იფიქროს, — ამბობს მუსკეტი. — „სამ დღეში კი ის აუცილებლად იპოვის დროს, რომ მოვიდეს და ხმა მისცეს, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ინოვაციები ეფექტური და გააზრებულია“.

ასკარ შაკიროვს სჯერა, რომ სამ დღეში ამომრჩეველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას დეპუტატობის კანდიდატების შესახებ. „მონაცემები ხელმისაწვდომია მაქსიმალურად და მე ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა. ერთმა კანდიდატმა ისიც კი აღნიშნა, რომ ნასამართლევი იყო — პატიმრობიდან გაიქცა. — მბობს ის. — ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა აქტივობა. ჩვენ გუშინ მოსკოვის ბასმანის ოლქის საარჩევნო უბანს ვეწვიეთ — დილის 11.30 საათისთვის ამომრჩეველთა მესამედზე მეტს ჰქონდა ხმა მიცემული. დღეს მოსკოვის კომპოზიტორთა სახლს ვეწვიეთ — იქ თითქმის ნახევარმა მისცა ხმა“.
არჩევნები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
რუსეთში სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს: კენჭისყრას 7,5 ათასი დამკვირვებელი აკვირდება

დასავლეთის განცხადებები მიუღებელია

დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეისგან განსხვავებით, ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურომ უარი თქვა რუსეთში დამკვირვებლები გაგზავნაზე. შაკიროვის თქმით, ეს დასანანი ფაქტია.
„არჩევნები — ეს მარტო ჩატარების პროცედურაზე დაკვირვება კი არ არის, ეს აზრთა გაცვლაცაა, რეკომენდაციების შემუშავებაც, რომლებიც შეიძლება სხვა ქვეყნებსაც გამოადგეს. მე, როგორც დამკვირვებლების წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ დარღვევები არ გამოვლენილა. ჩვენ ვეყრდნობით საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს — კერძოდ, დსთ-ში დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების შესახებ კონვენციას“, — ამბობს შაკიროვი.
საარჩევნო პროცესების წინა მონიტორინგების დროს დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეამ გაცვალა მოსაზრებები ევროპელ პარტნიორებთან, გაიმართა დიალოგი, ამბობს ივან მუშკეტი. „ისინი არ იყვნენ მიწვეულნი, არ ჩამოსულან — ეს არის მათი გადაწყვეტილება, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიის ყლორტების კულტივაციას ახდენს, შეიძლებოდა ჩამოსულიყო და ენახა, როგორ მიმდინარეობს არჩევნები“.
თუმცა, როგორც მუშკეტი ამბობს, ზოგი ორგანიზაცია ნაადრევი განცხადებების უფლებას აძლევს თავს, და ამაში ევროპარლამენტს გულისხმობს, რომელმაც თავის ანგარიშში რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ქვეყნებს, მზად ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ არ ეღიარებინათ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგები.
„საჭიროა ადგილზე ჩასვლა დადასკვნების ისე გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიუღებელია ეთიკური მოსაზრებებით. ბევრი პოლიტიკოსი უკვე საუბრობს ამაზე და ჩვენი ჯგუფიც ცვლის მოსაზრებებს. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია“, — დაასკვნა მან.
ყველა ახალი ამბავი
0