https://sputnik-georgia.com/20210919/rusetis-cesko-satatbiros-arcevnebze-zedmeti0biuletenebis-cayris-rva-semtxveva-dafiqsirda-259715955.html
რუსეთის ცესკო:სათათბიროს არჩევნებზე ზედმეტი ბიულეტენების „ჩაყრის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთის ცესკო:სათათბიროს არჩევნებზე ზედმეტი ბიულეტენების „ჩაყრის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევა, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ეჭვ ქვეშ დააყენებდა. 19.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-19T17:18+0400
2021-09-19T17:18+0400
2023-08-17T12:45+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/13/259715112_0:343:3031:2048_1920x0_80_0_0_24af3cce353c85de12a8b5e2b7dcb30b.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ბიულეტენების ჩაყრის რვა შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე, საუბნო კომისიების თავმჯდომარეები უკვე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, იუწყება რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია.კომისიის ხელმძღვანელები თანამდებობიდან მოხსნეს სამ რეგიონში - ადიღეს რესპუბლიკაში, ასევე ბრიანსკის და კემეროვოს ოლქებში. გარდა ამისა, რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ მოითხოვა კომისიის თავმჯდომარის გადადგომა სტავროპოლის მხარეში, სადაც ვიდეოდაკვირვების კამერას ნაჭრებით ფარავდნენ.ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები დაფიქსირდა 6 რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში. მიუხედავად ამისა, დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მთლიანობაში არ ფიქსირდება ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ეჭვ ქვეშ დააყენებდა.სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები წელს 17-19 სექტემბერს იმართება, გარდა ამისა, ერთდროულად მიმდინარეობს რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები. სახელმწიფო სათათბირო შერეული საარჩევნო სისტემით ხუთი წლის ვადით აირჩევა: 225 დეპუტატს აირჩევენ პარტიული სიებით, კიდევ 225-ს - ერთ ტურში ერთმანდატიან ოლქებში. 19 სექტემბრის 10:00 საათის მდგომარეობით, რუსეთის მასშტაბით აქტივობამ 35,69% შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210919/arcevnebi-rusetsi-200-atasze-metma-moskovelma-onlain-kenwisyris-dros-arcevani-secvala-259711756.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/13/259715112_226:248:2627:2048_1920x0_80_0_0_4c19ee7492421c5bb085ede30b471224.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსეთის ცესკო:სათათბიროს არჩევნებზე ზედმეტი ბიულეტენების „ჩაყრის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა
17:18 19.09.2021 (განახლებულია: 12:45 17.08.2023) დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევა, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ეჭვ ქვეშ დააყენებდა.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ბიულეტენების ჩაყრის რვა შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე, საუბნო კომისიების თავმჯდომარეები უკვე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, იუწყება რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
კომისიის ხელმძღვანელები თანამდებობიდან მოხსნეს სამ რეგიონში - ადიღეს რესპუბლიკაში, ასევე ბრიანსკის და კემეროვოს ოლქებში. გარდა ამისა, რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ მოითხოვა კომისიის თავმჯდომარის გადადგომა სტავროპოლის მხარეში, სადაც ვიდეოდაკვირვების კამერას ნაჭრებით ფარავდნენ.
„თუ ამის ორგანიზატორი ციხეში არ ჩაჯდება, მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა პამფილოვამ.
19 სექტემბერი 2021, 12:30
ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები დაფიქსირდა 6 რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში. მიუხედავად ამისა, დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მთლიანობაში არ ფიქსირდება ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ეჭვ ქვეშ დააყენებდა.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები წელს 17-19 სექტემბერს იმართება, გარდა ამისა, ერთდროულად მიმდინარეობს რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები. სახელმწიფო სათათბირო შერეული საარჩევნო სისტემით ხუთი წლის ვადით აირჩევა: 225 დეპუტატს აირჩევენ პარტიული სიებით, კიდევ 225-ს - ერთ ტურში ერთმანდატიან ოლქებში. 19 სექტემბრის 10:00 საათის მდგომარეობით, რუსეთის მასშტაბით აქტივობამ 35,69% შეადგინა.