არჩევნები რუსეთში: 200 ათასზე მეტმა მოსკოველმა ონლაინ-კენჭისყრის დროს არჩევანი შეცვალა

© photo: Sputnik / Vasiliy Batanov / ფოტობანკში გადასვლაარჩევნები რუსეთში
არჩევნები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ონლაინ-კენჭისყრის დროს დაახლოებით 214 ათასმა მოსკოველმა თავისი არჩევანი შეცვალა
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვში დაახლოებით 214 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ხელახალი ხმის მიცემის შესაძლებლობით სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ონლაინ-კენჭისყრის დროს. ამას მოწმობს მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა საინფორმაციო ეკრანებზე ოპერატიულ შტაბში, რომელიც კენჭისყრის პროცესს აკვირდება.
ეს მაჩვენებელი დედაქალაქში არჩევნებზე მისული ადამიანების 12,5%-ს შეადგენს, აღნიშნა დამკვირვებელთა საზოგადოებრივი შტაბის უფროსმა ალექსეი ვენედიქტოვმა.
მისი თქმით, ელექტრონულ კენჭისყრასთან დაკავშირებული საჩივარი შტაბში პრაქტიკულად არ შესულა.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე 19 სექტემბრის დილისთვის დისტანციური ელექტრონული კენჭისყრით 1,7 მილიონზე მეტმა მოსკოველმა ისარგებლა.
არჩევნები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
რუსეთში სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს: კენჭისყრას 7,5 ათასი დამკვირვებელი აკვირდება
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები წელს 17-19 სექტემბერს იმართება, გარდა ამისა, ერთდროულად მიმდინარეობს რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები. სახელმწიფო სათათბირო შერეული საარჩევნო სისტემით ხუთი წლის ვადით აირჩევა: 225 დეპუტატს აირჩევენ პარტიული სიებით, კიდევ 225-ს - ერთ ტურში ერთმანდატიან ოლქებში.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატების ფედერალური სიები 14-მა პარტიამ დაარეგისტრირა. წილისყრის მიხედვით, ისინი ბიულეტენში შემდეგნაირად განლაგდა: რუსეთის კომუნისტური პარტია, „მწვანეები“, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, „ახალი ხალხი“, „ერთიანი რუსეთი“, სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“, „ვაშლი“, ზრდის პარტია, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია, „რუსეთის კომუნისტები“, „სამოქალაქო პლატფორმა“, „მწვანე ალტერნატივა“, „სამშობლო“ და „პენსიონერების პარტია“.
ხმის მიცემის ონლაინ-შესაძლებლობა ხელმისაწვდომია დედაქალაქში, ასევე კურსკის, ნიჟეგოროდის, იაროსლავლის, მურმანსკის, როსტოვის ოლქებსა და სევასტოპოლში. განაცხადების შემოწმების შემდეგ ონლაინ-ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა 2.014.765 ადამიანი. 18 სექტემბრის 20:00 საათის მდგომარეობით, აქტივობამ 80%-ს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური