https://sputnik-georgia.com/20210917/mrvdelmsaxurebis-tvaltvali-sapatriarqo-gancxadeba-259693115.html
მღვდელმსახურების თვალთვალი: საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მღვდელმსახურების თვალთვალი: საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
საპატრიარქო მღვდელმსახურების საუბრების ფარულ მიყურადებას არაეთიკურად და უკანონოდ მიიჩნევს 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T22:26+0400
2021-09-17T22:26+0400
2021-09-17T23:09+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_0:112:3000:1800_1920x0_80_0_0_7e5e7fc387efe11cc046c35642bf5a32.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ რეაგირება მოახდინა მღვდელმსახურების საუბრების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალზე და ამასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.ქართველი სასულიერო პირების, ასევე ეკლესიის შესახებ პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ ორშაბათს გაავრცელეს.„გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ“, – ნათქვამია განცხადებაში.საპატრიარქო საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს იმას, რომმსგავს ინფორმაციას ავრცელებენ ტელეარხები, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი ეკლესიის მიმართ და მოსახლეობაში მის მიმართ უნდობლობას თესენ.„სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები“, – აცხადებენ საპატრიარქოში და გაკვირვებული არიან, რომ ამგვარ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, არც სახლახო დამცველს, არც არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მთავრობას.„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.მასმედიის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები ტელეარხებს მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც მიმდინარე წლის 8 ივლისს თავი მოიკლა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის ფარულ მოსმენაზე და ფარული მიყურადების 50 ათასზე მეტ ფაილზე.
https://sputnik-georgia.com/20210916/faruli-tvaltvalis-saqme-susis-xelmzrvaneli-sesazloa-parlamentsi-daibaron-259658025.html
https://sputnik-georgia.com/20210913/sasuliero-pirebis-faruli-tvaltvali-axali-skandali-saqartvelosi-259564994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_5821e72e9a83eaadc056b66e923d5aee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
მღვდელმსახურების თვალთვალი: საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
22:26 17.09.2021 (განახლებულია: 23:09 17.09.2021) საპატრიარქო მღვდელმსახურების საუბრების ფარულ მიყურადებას არაეთიკურად და უკანონოდ მიიჩნევს
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ რეაგირება მოახდინა მღვდელმსახურების საუბრების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალზე და ამასთან დაკავშირებით პირველი
განცხადება გააკეთა.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე ეკლესიის შესახებ პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ ორშაბათს გაავრცელეს.
16 სექტემბერი 2021, 19:17
„გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს იმას, რომმსგავს ინფორმაციას ავრცელებენ ტელეარხები, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი ეკლესიის მიმართ და მოსახლეობაში მის მიმართ უნდობლობას თესენ.
13 სექტემბერი 2021, 20:13
„სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები“, – აცხადებენ საპატრიარქოში და გაკვირვებული არიან, რომ ამგვარ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, არც სახლახო დამცველს, არც არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მთავრობას.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასმედიის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები ტელეარხებს მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც მიმდინარე წლის 8 ივლისს თავი მოიკლა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის ფარულ მოსმენაზე და ფარული მიყურადების 50 ათასზე მეტ ფაილზე.