https://sputnik-georgia.com/20210916/gaxaria-farul-wanawerebze-komentars-aketebs-259645034.html
„მსგავსი დავალება არ გამიცია": გახარია სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების შესახებ
„მსგავსი დავალება არ გამიცია": გახარია სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების შესახებ
Sputnik საქართველო
ფარულ ჩანაწერებთან გახარიას შესაძლო კავშირის თაობაზე ვარაუდი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა. 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T15:40+0400
2021-09-16T15:40+0400
2021-09-16T19:43+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/03/250781485_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_559f55cb91cfdf4bc95c1f47021073a9.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ სასულიერო პირებზე ფარულ ჩანაწერებთან მისი კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.ფარულ ჩანაწერებთან გახარიას შესაძლო კავშირის თაობაზე ვარაუდი მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ გამოთქვეს.ოთხშაბათს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამუშავდება ყველა ვერსია, მათ შორის საქმესთან ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კავშირის ვერსია. „რაც უნდა ის დაგვაბრალონ, დაიწყონ გამოძიება, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის. ის ადამიანები, რომლებსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ, არიან ჩემი კოლეგები, ჩემი თანამებრძოლები – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, კახა ქემოკლიძე, კახა საბანაძე ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებიან და ბევრ მათგანს, ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებია, რაც ამ ხალხმა გააკეთა“, – განაცხადა გახარიამ.სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალიქართველი სასულიერო პირების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. მასმედიის ვერსიით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეკომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის თვალთვალზე და 50 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები მასმედიას მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა. არხი ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფაილები მიაწოდა.
https://sputnik-georgia.com/20210915/premieri-parul-chanawerebze-esaa-shetkmuleba-saxelomwifos-winaagmdeg-259609546.html
https://sputnik-georgia.com/20210913/sasuliero-pirebis-faruli-tvaltvali-axali-skandali-saqartvelosi-259564994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/03/250781485_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5548cbd324794777ab6a68b61bdf94e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
„მსგავსი დავალება არ გამიცია": გახარია სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების შესახებ
15:40 16.09.2021 (განახლებულია: 19:43 16.09.2021) ფარულ ჩანაწერებთან გახარიას შესაძლო კავშირის თაობაზე ვარაუდი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ სასულიერო პირებზე ფარულ ჩანაწერებთან მისი კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
„მე არ ვიცი უკანონო ჩანაწერებს ვინ ახორციელებდა. უკანონო ჩანაწერების განხორციელების შესახებ მსგავსი დავალება არ გამიცია“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.
ფარულ ჩანაწერებთან გახარიას შესაძლო კავშირის თაობაზე ვარაუდი მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ გამოთქვეს.
ოთხშაბათს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამუშავდება ყველა ვერსია, მათ შორის საქმესთან ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კავშირის ვერსია.
15 სექტემბერი 2021, 13:18
„რაც უნდა ის დაგვაბრალონ, დაიწყონ გამოძიება, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის. ის ადამიანები, რომლებსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ, არიან ჩემი კოლეგები, ჩემი თანამებრძოლები – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, კახა ქემოკლიძე, კახა საბანაძე ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებიან და ბევრ მათგანს, ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებია, რაც ამ ხალხმა გააკეთა“, – განაცხადა გახარიამ.
სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი
ქართველი სასულიერო პირების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. მასმედიის ვერსიით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეკომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის თვალთვალზე და 50 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.
13 სექტემბერი 2021, 20:13
ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები მასმედიას მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა. არხი ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფაილები მიაწოდა.