https://sputnik-georgia.com/20210916/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-16-seqtemberi-259600641.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T00:15+0400
2021-09-16T00:15+0400
2021-09-16T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/11/248571191_0:95:1920:1175_1920x0_80_0_0_a5eadb16f2bd6fef0dd0f685340acafb.jpg
დღეს 2021 წლის 16 სექტემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.დიდი წარმატებების მიღწევის დღეა. ვარსკვლავები დიდ შანსს აძლევენ მათ, ვინც მტკიცედ არის განწყობილი და უკან დახევას არ აპირებს, როდესაც გზაზე პირველ დაბრკოლებებს გადააწყდება. არცთუ მარტივი იქნება პირადი ურთიერთობები, თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 სექტემბერი>>ვერძი: ბევრი რამ გაქვთ მოსასწრები და ხანდახან გიჭირთ გარკვევა, რომელი საქმე უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. ზოგჯერ მოვლენების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეთ და ამის გამო დაგეგმილი საქმეები გავიწყდებათ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ახალმა იდეებმა და გეგმებმა მიმდინარე, ყოველდღიურ საკითხებს არ შეუშალოს ხელი. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ დახმარებისა და რჩევისთვის. მათი მხარდაჭერით საკუთარ პოზიციებსაც განიმტკიცებთ.კურო: მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად უნდა ეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნება. თუ ემოციებსა და პროვოკაციებს აჰყვებით, არის სერიოზული შეცდომების დაშვების რისკი. ხანდახან რთულად ეწყობა ურთიერთობები გარშემომყოფებთან. არაგულწრფელობა შეიძლება შეამჩნიოთ ახალ ნაცნობებს. მოუსმინეთ ინტუიციას და ის გიკარნახებთ სწორ გზას. შესაძლოა, გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ გარშემომყოფების თქვენ საქმეებში ჩარევის გამო. ეს გაგაღიზიანებთ.ტყუპი: ჩვეულებრივზე მეტად ნერვიულობთ წვრილმანების გამო, გულთან ახლოს მიგაქვთ ის, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. და სულ ტყუილად. დღეს ძალიან წაგადგებათ ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ იღბლიანი ხართ. რაც უფრო მალე მოიშორებთ ეჭვებსა და განგაშის შეგრძნებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პირველ წარმატებებს. ენთუაზიაზმით შეუდგებით საქმიანობას. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენთან დამეგობრება სურს.კირჩხიბი: მიუხედავად იმისა, რომ შოთვარე დღეა, მაინც ძალზე ხელსაყრელი დროა. სავსე ხართ ენერგიით და შეგიძლიათ სრულიად ახალ საქმეს შეეჭიდოთ, ან მიუბრუნდეთ იმ საკითხს, რომლის გადაჭრის იმედი აღარც გაქვთ. მაგრამ სანამ საქმიანობას შეუდგებით, დაფიქრდით, რა შედეგს გამოიღებს ის. მოგვიანებით ამ წინდახედულებისთვის საკუთარ თავს მადლობას გადაუხდით. კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ.ლომი: არ იღელვოთ. უღრუბლო დღე არ გელოდებათ, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შესაძლებელია უიღბლო თანხვედრები, რაღაც შეცდომები, მაგრამ არ მისცეთ თავს ხასიათის გაფუჭების უფლება. თუ სინანულის სევდიან გრძნობებს არ აჰყვებით და მოქმედებას სწრაფად დაიწყებთ, ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ. ბევრია მზად, რომ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ საიდუმლოს გამხელა ყველასთან არ ღირს. მნიშვნელოვანზე მხოლოდ სანდო ადამიანებთან ისაუბრეთ.ქალწული: ეცადეთ მეგობრული იყოთ. ეს დღეს მარტივი არაა: გარშემომყოფები უამრავ საბაბს გაძლევენ, რომ გააკრიტიკოთ ისინი, გამოთქვათ ირონიული შენიშვნები და საწყენადაც კი იხუმროთ. მაგრამ თუ სხვისი სისუსტეების მიმართ შემწყნარებელი იქნებით, ყველა თქვენი მადლიერი დარჩება. შესანიშნავი დღეა გეგმების დაწყობისა და სტრატეგიის შემუშავებისთვის. თქვენს ძალებს სწორად აფასებთ და შეგიძლიათ მოვლენების შემდგომი განვითარებაც კი განჭვრიტოთ.სასწორი: მიუხედავად იმისა, რომ დღის პირველ ნახევარში რაღაც სირთულეები გაჩნდება, მაინც არ კარგავთ წარმატების რწმენას. სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას სწრაფად შეძლებთ. შუადღე კარგი დროა პოტენციურ დამსაქმებლებთან ან მომავალ საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. საღამოს თავადაც გაგიკვირდებათ, თუ რამდენი სასარგებლო საქმე გააკეთეთ დღეს. ახლობლებს თქვენი წარმატებები გაუხარდებათ.მორიელი: ბევრი საინტერესო საქმე გამოჩნდება. ჩანაფიქრის დაუყოვნებლივ განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგრამ ჯანსაღი აზრი გკარნახობთ, რომ ამისთვის ჯერ ხელსაყრელი დრო არ დამდგარა და მოცდა ჯობია. ასე რომ, აღიჭურვეთ მოთმინებით და ყოველდღიურ საქმეებს მიხედეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა ადამიანებთან, რომლებსაც თქვენს საქმიან სფეროზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.მშვილდოსანი: თუ სერიოზულ საქმეს აკეთებთ და გინდათ, რომ მას შესანიშნავად გაუმკლავდეთ, მაშინ დამოუკიდებლად იმოქმედეთ. დღეს გაგიჭირდებათ შეთანხმება მასთანაც კი, ვისაც ნამდვილად სურს თქვენი დახმარება. გაქვთ საკმარისი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, რომ სირთულეებს გაუმკლავდეთ. დასვენება კი იმ ადამიანების კომპანიაში სჯობს, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს, მისწრაფებებსა და შეხედულებებს. საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.თხის რქა: როგორც არ უნდა გინდოდეთ დამოუკიდებლად მოქმედება, ფუჭი საუბრებისა და ხანგრძლივი განხილვების მინიმუმამდე დაყვანას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. მოერიდეთ ნებისმიერ რისკს იქ, სადაც საქმე ფინანსებსა და ქონებას ეხება. სამწუხაროდ, თქვენი ინტუიცია დღეს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეიძლება შეცდეს. სამაგიეროდ, მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგიძლიათ ენდოთ პირად ურთიერთობებში.მერწყული: დღის დასაწყისში ბევრი საქმე გექნებათ. არცთუ მარტივი, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი პერიოდია. შეგიძლიათ გაუმკლავდეთ იმ საქმეს, რომელიც აქამდე არ გამოგდიოდათ. თქვენი გამარჯვება შეუმჩნეველი არ დარჩება, ადამიანები დააფასებენ თქვენს ნიჭს. დღის მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული – მსუბუქი და სასიამოვნო იქნება. იღბალი გვერდიდან არ მოგშორდებათ, ხელიდან არ უშვებთ შანსს, რომ აისრულოთ სურვილები და ოცნებები. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.თევზები: დღის დასაწყისი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. რთულია ამ დროს რამის დაგეგმვა – ვითარება სწრაფად იცვლება, ხდება მოულოდნელი რაღაცები. ხანდახან გადაწყვეტილებების მიღება გზადაგზა გიწევთ და ასეთ დროს თავს მყარად ვერ გრძნობთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მარტივად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ბევრ საქმეს გაართმევთ თავს, თანაც სწრაფად და ხარისხიანად. მეგობრებისგან სასიხარულო სიახლეებია მოსალოდნელი. ასევე სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ ოჯახში.
https://sputnik-georgia.com/20210914/zodiaqos-nisnebi-romlebic-mxolod-sakutari-siamovnebistvis-cxovroben-259570853.html
https://sputnik-georgia.com/20210826/numerologiis-magia-tu-gindat-fuli-moizidot-258620449.html
https://sputnik-georgia.com/20210830/zodiaqos-yvelaze-qarizmatuli-nisnebi-258887116.html
https://sputnik-georgia.com/20210820/zodiaqos-xuTi-gulcivi-niSani-252629021.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/11/248571191_114:0:1806:1269_1920x0_80_0_0_db123a8aad9a9e282c42f63b6f35954e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 16 სექტემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დიდი წარმატებების მიღწევის დღეა. ვარსკვლავები დიდ შანსს აძლევენ მათ, ვინც მტკიცედ არის განწყობილი და უკან დახევას არ აპირებს, როდესაც გზაზე პირველ დაბრკოლებებს გადააწყდება. არცთუ მარტივი იქნება პირადი ურთიერთობები, თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.
ვერძი: ბევრი რამ გაქვთ მოსასწრები და ხანდახან გიჭირთ გარკვევა, რომელი საქმე უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. ზოგჯერ მოვლენების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეთ და ამის გამო დაგეგმილი საქმეები გავიწყდებათ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ახალმა იდეებმა და გეგმებმა მიმდინარე, ყოველდღიურ საკითხებს არ შეუშალოს ხელი. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ დახმარებისა და რჩევისთვის. მათი მხარდაჭერით საკუთარ პოზიციებსაც განიმტკიცებთ.
14 სექტემბერი 2021, 12:00
კურო: მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად უნდა ეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნება. თუ ემოციებსა და პროვოკაციებს აჰყვებით, არის სერიოზული შეცდომების დაშვების რისკი. ხანდახან რთულად ეწყობა ურთიერთობები გარშემომყოფებთან. არაგულწრფელობა შეიძლება შეამჩნიოთ ახალ ნაცნობებს. მოუსმინეთ ინტუიციას და ის გიკარნახებთ სწორ გზას. შესაძლოა, გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ გარშემომყოფების თქვენ საქმეებში ჩარევის გამო. ეს გაგაღიზიანებთ.
ტყუპი: ჩვეულებრივზე მეტად ნერვიულობთ წვრილმანების გამო, გულთან ახლოს მიგაქვთ ის, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. და სულ ტყუილად. დღეს ძალიან წაგადგებათ ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ იღბლიანი ხართ. რაც უფრო მალე მოიშორებთ ეჭვებსა და განგაშის შეგრძნებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პირველ წარმატებებს. ენთუაზიაზმით შეუდგებით საქმიანობას. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენთან დამეგობრება სურს.
კირჩხიბი: მიუხედავად იმისა, რომ შოთვარე დღეა, მაინც ძალზე ხელსაყრელი დროა. სავსე ხართ ენერგიით და შეგიძლიათ სრულიად ახალ საქმეს შეეჭიდოთ, ან მიუბრუნდეთ იმ საკითხს, რომლის გადაჭრის იმედი აღარც გაქვთ. მაგრამ სანამ საქმიანობას შეუდგებით, დაფიქრდით, რა შედეგს გამოიღებს ის. მოგვიანებით ამ წინდახედულებისთვის საკუთარ თავს მადლობას გადაუხდით. კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ.
ლომი: არ იღელვოთ. უღრუბლო დღე არ გელოდებათ, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შესაძლებელია უიღბლო თანხვედრები, რაღაც შეცდომები, მაგრამ არ მისცეთ თავს ხასიათის გაფუჭების უფლება. თუ სინანულის სევდიან გრძნობებს არ აჰყვებით და მოქმედებას სწრაფად დაიწყებთ, ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ. ბევრია მზად, რომ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ საიდუმლოს გამხელა ყველასთან არ ღირს. მნიშვნელოვანზე მხოლოდ სანდო ადამიანებთან ისაუბრეთ.
ქალწული: ეცადეთ მეგობრული იყოთ. ეს დღეს მარტივი არაა: გარშემომყოფები უამრავ საბაბს გაძლევენ, რომ გააკრიტიკოთ ისინი, გამოთქვათ ირონიული შენიშვნები და საწყენადაც კი იხუმროთ. მაგრამ თუ სხვისი სისუსტეების მიმართ შემწყნარებელი იქნებით, ყველა თქვენი მადლიერი დარჩება. შესანიშნავი დღეა გეგმების დაწყობისა და სტრატეგიის შემუშავებისთვის. თქვენს ძალებს სწორად აფასებთ და შეგიძლიათ მოვლენების შემდგომი განვითარებაც კი განჭვრიტოთ.
სასწორი: მიუხედავად იმისა, რომ დღის პირველ ნახევარში რაღაც სირთულეები გაჩნდება, მაინც არ კარგავთ წარმატების რწმენას. სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას სწრაფად შეძლებთ. შუადღე კარგი დროა პოტენციურ დამსაქმებლებთან ან მომავალ საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. საღამოს თავადაც გაგიკვირდებათ, თუ რამდენი სასარგებლო საქმე გააკეთეთ დღეს. ახლობლებს თქვენი წარმატებები გაუხარდებათ.
მორიელი: ბევრი საინტერესო საქმე გამოჩნდება. ჩანაფიქრის დაუყოვნებლივ განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგრამ ჯანსაღი აზრი გკარნახობთ, რომ ამისთვის ჯერ ხელსაყრელი დრო არ დამდგარა და მოცდა ჯობია. ასე რომ, აღიჭურვეთ მოთმინებით და ყოველდღიურ საქმეებს მიხედეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა ადამიანებთან, რომლებსაც თქვენს საქმიან სფეროზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
მშვილდოსანი: თუ სერიოზულ საქმეს აკეთებთ და გინდათ, რომ მას შესანიშნავად გაუმკლავდეთ, მაშინ დამოუკიდებლად იმოქმედეთ. დღეს გაგიჭირდებათ შეთანხმება მასთანაც კი, ვისაც ნამდვილად სურს თქვენი დახმარება. გაქვთ საკმარისი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, რომ სირთულეებს გაუმკლავდეთ. დასვენება კი იმ ადამიანების კომპანიაში სჯობს, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს, მისწრაფებებსა და შეხედულებებს. საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.
თხის რქა: როგორც არ უნდა გინდოდეთ დამოუკიდებლად მოქმედება, ფუჭი საუბრებისა და ხანგრძლივი განხილვების მინიმუმამდე დაყვანას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. მოერიდეთ ნებისმიერ რისკს იქ, სადაც საქმე ფინანსებსა და ქონებას ეხება. სამწუხაროდ, თქვენი ინტუიცია დღეს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეიძლება შეცდეს. სამაგიეროდ, მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგიძლიათ ენდოთ პირად ურთიერთობებში.
მერწყული: დღის დასაწყისში ბევრი საქმე გექნებათ. არცთუ მარტივი, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი პერიოდია. შეგიძლიათ გაუმკლავდეთ იმ საქმეს, რომელიც აქამდე არ გამოგდიოდათ. თქვენი გამარჯვება შეუმჩნეველი არ დარჩება, ადამიანები დააფასებენ თქვენს ნიჭს. დღის მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული – მსუბუქი და სასიამოვნო იქნება. იღბალი გვერდიდან არ მოგშორდებათ, ხელიდან არ უშვებთ შანსს, რომ აისრულოთ სურვილები და ოცნებები. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
თევზები: დღის დასაწყისი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. რთულია ამ დროს რამის დაგეგმვა – ვითარება სწრაფად იცვლება, ხდება მოულოდნელი რაღაცები. ხანდახან გადაწყვეტილებების მიღება გზადაგზა გიწევთ და ასეთ დროს თავს მყარად ვერ გრძნობთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მარტივად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ბევრ საქმეს გაართმევთ თავს, თანაც სწრაფად და ხარისხიანად. მეგობრებისგან სასიხარულო სიახლეებია მოსალოდნელი. ასევე სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ ოჯახში.