Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დაიწყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა: ენდელაძის მოსაზრება

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა ოდნავ შესუსტდა, თუმცა სტაბილურობამდე ჯერ შორია. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ეპიდსიტუაცია კვლავ გართულდება.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ხვალინდელი მონაცემები მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას – რა სიტუაციაა, მეხუთე ტალღა დაიწყო თუ ეს მეოთხე ტალღის გაგრძელებაა, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მოსალოდნელი მეხუთე ტალღა და სეზონური გრიპები – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ>>
ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი შემაშფოთებელი იყო.

„დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა. იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა. ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა – ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, – აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2.515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობამ 587 ათასს გადააჭარბა. ძალაზე მაღალია სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელიც.
ვაქცინაციის პუნქტი რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მოსახლეობის 31%-ზე მეტმა გაიკეთა
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს. ხელისუფლება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ პანდემიის დასაძლევად წლის ბოლოსთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60–70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი.
ყველა ახალი ამბავი
0