https://sputnik-georgia.com/20210911/saqartvelosi-koronavirusis-sawinaarmdego-acra-mosaxleobis-31-procentze-metma-gaiketa-259516682.html
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მოსახლეობის 31%-ზე მეტმა გაიკეთა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მოსახლეობის 31%-ზე მეტმა გაიკეთა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასოა, მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის უფლება აქვთ. 11.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-11T16:25+0400
2021-09-11T16:25+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259259210_271:184:993:590_1920x0_80_0_0_48119cda1392f82f5209ee4fa3992939.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედია აცრილი, ხოლო ერთი მეხუთედი ორივე დოზით არის ვაქცინირებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ამ დროისთვის სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889.903 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,2%-ია. ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 577.162 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 20,2%-ს შეადგენს.11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1.467.065 აცრა.10 სექტემბერს საქართველოში აიცრა 25.132 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი - 11.713 აცრა თბილისში გაიკეთა, აჭარაში - 3.047, იმერეთში - 2.839. ყველაზე ნაკლები ადამიანი აიცრა გუშინ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 65.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 60-70% უნდა აიცრას.
https://sputnik-georgia.com/20210911/kovid-vitareba-tbilissa-da-regionebsi-259512837.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259259210_255:177:943:693_1920x0_80_0_0_e9dcad8ca4c0416d345be2e1082f0ac1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მოსახლეობის 31%-ზე მეტმა გაიკეთა
16:25 11.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასოა, მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის უფლება აქვთ.
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედია აცრილი, ხოლო ერთი მეხუთედი ორივე დოზით არის ვაქცინირებული. ამის შესახებ
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კერძოდ, ამ დროისთვის სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889.903 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,2%-ია.
ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 577.162 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 20,2%-ს შეადგენს.
11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1.467.065 აცრა.
10 სექტემბერს საქართველოში აიცრა 25.132 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი - 11.713 აცრა თბილისში გაიკეთა, აჭარაში - 3.047, იმერეთში - 2.839. ყველაზე ნაკლები ადამიანი აიცრა გუშინ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 65.
11 სექტემბერი 2021, 12:20
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 60-70% უნდა აიცრას.