Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-ვითარება თბილისსა და რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.533-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 579.031-ს მიაღწია.
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.533 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 924 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 422, კახეთი – 244, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 243, აჭარა – 177, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 150, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 55, გურია – 54, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.762 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 536.321-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 57 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.146-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 34.538 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.214 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.583, იმერეთში – 1.099, აჭარაში – 716.
1.488 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 374 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.780 ადამიანი, მათ შორის 964 – თბილისში, 472 – აჭარაში.
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
მეცნიერებმა კორონავირუსის ყველაზე ძლიერი ვარიანტი დაასახელეს
26.544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 80, ხოლო აჭარაში –7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.303 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.523, აჭარაში – 3.410, იმერეთში - 3.204.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.533-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 579.031-ს მიაღწია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0