https://sputnik-georgia.com/20210913/mosalodneli-mexute-talga-da-sezonuri-gripebi-259543901.html
მოსალოდნელი მეხუთე ტალღა და სეზონური გრიპები – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ
მოსალოდნელი მეხუთე ტალღა და სეზონური გრიპები – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ
Sputnik საქართველო
კორონავირუსის მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, შესაძლოა, COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილმა ახალმა შტამებმა გამოიწვიოს. 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T14:17+0400
2021-09-13T14:17+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250170716_0:23:3500:1992_1920x0_80_0_0_1d74390804279a319a420da2f14e312d.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის თავიდან აცილება – მედიკოსები ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართვასა და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალურ დაცვაზე საუბრობენ.თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა, რომელიც 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.ეპიდემიოლოგები შეზღუდვების, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების მკაცრად გაკონტროლებას მოითხოვენ.როგორც ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ აღნიშნა, პირბადის ტარება კორონავირუსთან ერთად სეზონური გრიპებისგანაც დაიცავს მოსახლეობას. მისი თქმით, სექტემბერი და ოქტომბერი საქართველოსთვის ეპიდვითარების კუთხით კრიტიკული თვეებია და საჭიროა ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი იყოს.„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფექციის ჯაჭვში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. რეგულაციის მოხსნამ არ უნდა გამოიწვიოს ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესება, ამისთვის კი აუცილებელია იმ პრევენციული ღონისძიების პირნათლად შესრულება, რასაც ნიღბის ტარება ჰქვია", – განაცხადა გორდაძემ. სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა შეიძლება განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, ასევე არასაკმარისი იმუნური ფენის გამო და რეგულაციების მოთხოვნების უგულებელყოფის მიზეზით.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და დაკავშირებულია „დელტა“ შტამის გავრცელებასთან. ახალი შტამი განსაკუთრებით აგრესიული ბავშვების და ორსულების მიმართ გამოდგა.
https://sputnik-georgia.com/20210909/covid-19-mexute-talga-sashishi-60-wels-zemot-pirebistvis-iqneba-259457819.html
https://sputnik-georgia.com/20210907/ramdenad-agresiuli-iqneba-koronavirusis-mexute-talga-259378975.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250170716_511:0:3198:2015_1920x0_80_0_0_70486f796854a035ca1624064ffed644.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
მოსალოდნელი მეხუთე ტალღა და სეზონური გრიპები – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ
14:17 13.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) კორონავირუსის მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, შესაძლოა, COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილმა ახალმა შტამებმა გამოიწვიოს.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის თავიდან აცილება – მედიკოსები ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართვასა და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალურ დაცვაზე საუბრობენ.
თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა, რომელიც 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
ეპიდემიოლოგები შეზღუდვების, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების მკაცრად გაკონტროლებას მოითხოვენ.
„ეპიდვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მოვდუნდეთ. რისკების შემცირება შესაძლებელია, თუ ტრანსპორტში გაკონტროლდება ჰიგიენური ნორმების, დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა. ხოლო ვაქცინაცია არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში," – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია Rustavi-2-ის ეთერში.
როგორც ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ აღნიშნა, პირბადის ტარება კორონავირუსთან ერთად სეზონური გრიპებისგანაც დაიცავს მოსახლეობას. მისი თქმით, სექტემბერი და ოქტომბერი საქართველოსთვის ეპიდვითარების კუთხით კრიტიკული თვეებია და საჭიროა ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი იყოს.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფექციის ჯაჭვში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. რეგულაციის მოხსნამ არ უნდა გამოიწვიოს ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესება, ამისთვის კი აუცილებელია იმ პრევენციული ღონისძიების პირნათლად შესრულება, რასაც ნიღბის ტარება ჰქვია", – განაცხადა გორდაძემ.
სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა შეიძლება განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, ასევე არასაკმარისი იმუნური ფენის გამო და რეგულაციების მოთხოვნების უგულებელყოფის მიზეზით.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და დაკავშირებულია „დელტა“ შტამის გავრცელებასთან. ახალი შტამი განსაკუთრებით აგრესიული ბავშვების და ორსულების მიმართ გამოდგა.