https://sputnik-georgia.com/20210909/covid-19-mexute-talga-sashishi-60-wels-zemot-pirebistvis-iqneba-259457819.html
COVID-19-ის მეხუთე ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება
COVID-19-ის მეხუთე ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება
Sputnik საქართველო
ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევები ყველაზე მეტად 60 წლის ზემოთ ასაკის ინფიცირებულ პირებში გვხდება, მათი ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ყველაზე დაბალია. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T14:49+0400
2021-09-09T14:49+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260347_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_90191d9efc8822cb3b9f890c63deea41.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის მეხუთე ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ ინფიცირებულ პირებში ფიქსირდება.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერთა შორის ვაქცინაციის წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმებს დაევალებათ საკუთარ რაიონებში აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება. კორონავირუსის მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, შესაძლოა, COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილმა ახალმა შტამებმა გამოიწვიოს. ამ დროისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ „მიუ“ (Mu) შტამს სწავლობს, რომლის ორი შემთხვევა უკვე გამოვლინდა მეზობელ თურქეთში. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ როგორია მისი აქტივობა და ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს.ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.
https://sputnik-georgia.com/20210909/chxaidze-miu-msubuqi-mutaciaa-259450566.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260347_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_00fb11890cd78d4fa89de05df28baf7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
COVID-19-ის მეხუთე ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება
14:49 09.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევები ყველაზე მეტად 60 წლის ზემოთ ასაკის ინფიცირებულ პირებში გვხდება, მათი ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ყველაზე დაბალია.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის მეხუთე ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ ინფიცირებულ პირებში ფიქსირდება.
„ამ ეტაპზე ჩვენთვის მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება პრიორიტეტია, რაზეც გუშინ გამართულმა საკოორდინაციო საბჭომაც იმსჯელა. ვაქცინაციის პროცესში 60 წელს ზემოთ პირთა ჩართულობა დაბალია. თუ მათი ვაქცინაცია არ მოხდა, კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება", – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერთა შორის ვაქცინაციის წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმებს დაევალებათ საკუთარ რაიონებში აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
კორონავირუსის მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, შესაძლოა, COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილმა ახალმა შტამებმა გამოიწვიოს. ამ დროისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ „მიუ“ (Mu) შტამს სწავლობს, რომლის ორი შემთხვევა უკვე გამოვლინდა მეზობელ თურქეთში. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ როგორია მისი აქტივობა და ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს.
ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.