https://sputnik-georgia.com/20210909/chxaidze-miu-msubuqi-mutaciaa-259450566.html
რამდენად საშიშია „მიუ“ შტამი: ივანე ჩხაიძის განმარტება
რამდენად საშიშია „მიუ“ შტამი: ივანე ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შტამი უკვე დაფიქსირდა თურქეთში და სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ის მალე საქართველოშიც გამოჩნდეს. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T13:49+0400
2021-09-09T13:49+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/10/250898353_0:157:3079:1888_1920x0_80_0_0_fe035f2185b9727ec63cc13eca643304.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ (Mu) კორონავირუსის ყველაზე მსუბუქი მუტაციაა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.ქართველი ინფექციონისტები ახალი შტამის საქართველოში გავრცელებას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა აკვირდება, განიხილავს საინტერესო შტამად და არსებულ შტამებთან შედარებით ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნევს. ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა მეზობელ თურქეთში.ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.
https://sputnik-georgia.com/20210908/saqartvelo-miu-shtamis-molodinshia-259427058.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/10/250898353_65:0:2796:2048_1920x0_80_0_0_fa13a219a27cfc97633f23a4b9d38d7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რამდენად საშიშია „მიუ“ შტამი: ივანე ჩხაიძის განმარტება
13:49 09.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კორონავირუსის ახალი შტამი უკვე დაფიქსირდა თურქეთში და სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ის მალე საქართველოშიც გამოჩნდეს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ (Mu) კორონავირუსის ყველაზე მსუბუქი მუტაციაა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია
Imedi-ს ეთერში.
ქართველი ინფექციონისტები ახალი შტამის საქართველოში გავრცელებას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა აკვირდება, განიხილავს საინტერესო შტამად და არსებულ შტამებთან შედარებით ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნევს.
ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.
„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალური (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა იგი საქართველოშიც გამოჩნდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად გახდება იგი გავრცელებადი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა მეზობელ თურქეთში.
ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.