https://sputnik-georgia.com/20210908/saqartvelo-miu-shtamis-molodinshia-259427058.html
რა შეუშლის ხელს „მიუ“ შტამის ფართოდ გავრცელებას საქართველოში
რა შეუშლის ხელს „მიუ“ შტამის ფართოდ გავრცელებას საქართველოში
Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა თურქეთში უკვე დაფიქსირდა. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T17:15+0400
2021-09-08T17:15+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411998_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_50b4be2f0f7b741e6ff296f6f85f6f1d.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ კორონავირუსის ახალ „მიუ“ შტამზე საუბარი – როგორია მისი აქტივობა და ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს.კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, თუმცა, ეპიდემიოლოგების აზრით, პირბადის ტარება და სხვა დაწესებული კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა საქართველოში ახალი შტამის ფართო გავრცელებას ხელს შეუშლის.„ჯერჯერობით „მიუს“ იკვლევენ. თუ იგი სადმე სხვაგან გავრცელდება, გავრცელების ამ არეალში ჩვენც მოვხვდებით. ჯერჯერობით არაფერი ვიცით, თუ რა ინტენსივობა ახასიათებს მას და რომელ ასაკობრივ ჯგუფს უქმნის საფრთხეს. ერთადერთი, ცნობილია მისი ფორმულა, რომელიც კვლევების ფაზაშია. შტამს ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა დევი ტაბიძემ. ახალი შტამის გავრცელების შემთხვევისთვის ემზადებიან საქართველოშიც. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ახალ შტამთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რომ აღნიშნულმა შტამმა საქართველომდე რაც შეიძლება გვიან მოაღწიოს, გამოვლენის შემთხვევაში კი ეფექტურად მოხდეს მისი მართვა. ამ საკითხზე უწყების კლინიკური ჯგუფი მუშაობს.აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს და, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის იგი ძალზე გავრცელებული არ არის, სპეციალისტებმა მისი შესწავლა დაიწყეს.ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.
https://sputnik-georgia.com/20210906/entoni-faucis-tqmit-variant-mius-antisxeulebistvis-tavis-arideba-seuzlia-259337601.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411998_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_b328815d03535276887e1bb722164241.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რა შეუშლის ხელს „მიუ“ შტამის ფართოდ გავრცელებას საქართველოში
17:15 08.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა თურქეთში უკვე დაფიქსირდა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ კორონავირუსის ახალ „მიუ“ შტამზე საუბარი – როგორია მისი აქტივობა და ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს.
კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, თუმცა, ეპიდემიოლოგების აზრით, პირბადის ტარება და სხვა დაწესებული კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა საქართველოში ახალი შტამის ფართო გავრცელებას ხელს შეუშლის.
„ჯერჯერობით „მიუს“ იკვლევენ. თუ იგი სადმე სხვაგან გავრცელდება, გავრცელების ამ არეალში ჩვენც მოვხვდებით. ჯერჯერობით არაფერი ვიცით, თუ რა ინტენსივობა ახასიათებს მას და რომელ ასაკობრივ ჯგუფს უქმნის საფრთხეს. ერთადერთი, ცნობილია მისი ფორმულა, რომელიც კვლევების ფაზაშია. შტამს ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა დევი ტაბიძემ.
ახალი შტამის გავრცელების შემთხვევისთვის ემზადებიან საქართველოშიც. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ახალ შტამთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რომ აღნიშნულმა შტამმა საქართველომდე რაც შეიძლება გვიან მოაღწიოს, გამოვლენის შემთხვევაში კი ეფექტურად მოხდეს მისი მართვა. ამ საკითხზე უწყების კლინიკური ჯგუფი მუშაობს.
აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს და, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის იგი ძალზე გავრცელებული არ არის, სპეციალისტებმა მისი შესწავლა დაიწყეს.
ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.