მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი: ვარიანტ „მიუს“ ანტისხეულებისთვის თავის არიდება შეუძლია

© Sputnik / STRINGERCOVID 19 აშშ-ში
COVID 19 აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან კორონავირუსის Mu („მიუ“) ვარიანტს, რომელიც მათ შეშფოთებას იწვევს, განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ ტელეარხ CBS-თან საუბრისას.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვაკვირდებით ვარიანტ „მიუს“, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ის დომინანტი არ გახდება. რეალურად ჩვენ არ ვიცით, რა შედეგები დადგება. შფოთვას იწვევს ის, რომ [„მიუს“] აქვს ერთდროულად რამდენიმე მუტაცია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას შეუძლია თავი აარიდოს გარკვეულ ანტისხეულებს“, — განაცხადა ფაუჩიმ.

როგორც ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, დღეისათვის „მიუ“ ვარიანტი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს, თუმცა სპეციალისტები სერიოზულად ეკიდებიან კორონავირუსის ყველა ვარიანტს.
ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კატეგორია „საყურადღებო“: ჯანმომ სიას კორონავირუსის ახალი შტამი დაამატა
კორონავირუსის ვარიანტი B.1.621, იგივე „მიუ“ ვარიანტი, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გამოვლინდა კოლუმბიაში. ამ დროისათვის ის მსოფლიოს 40 ქვეყანაშია გავრცელებული. აგვისტოს ბოლოს „მიუ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ინტერესის გამომწვევი“ ვარიანტების ჩამონათვალში შეიყვანა მომჭიდებელ ცილაში მუტაციური ჩანართი 146 N-ის და რამდენიმე ამინომჟავური ცვლილების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0