https://sputnik-georgia.com/20210914/susi-mzadaa-itanamsromlos-prokuraturastan-259593647.html
სასულიერო პირების მოსმენა: სუსი მზადაა ითანამშრომლოს პროკურატურასთან
სასულიერო პირების მოსმენა: სუსი მზადაა ითანამშრომლოს პროკურატურასთან
Sputnik საქართველო
სუსი მოუწოდებს მასმედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T19:00+0400
2021-09-14T19:00+0400
2021-09-14T22:50+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/33/246753321_78:465:2218:1669_1920x0_80_0_0_26410e536ab997ced2de94db13c5973d.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) მზადაა ითანამშრომლოს პროკურატურასთან „სასულიერო პირების ფარული თვალთვალის“ საქმის გამოძიების ყველა ეტაპზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პროკურატურამ 14 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო.ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მასმედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცველი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას, აღნიშნავენ უწყებაში. სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალიქართველი სასულიერო პირების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. მასმედიის ვერსიით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეკომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის თვალთვალზე და 3 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს აღნიშნულ ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო. ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები მასმედიას მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა. არხი ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფოსტით ფაილები გაუგზავნა.
https://sputnik-georgia.com/20210913/vin-utvaltvalebs-qartvel-sasuliero-pirebs-xelisufleba-da-opozicia-ertmanets-adanasauleben-259568665.html
https://sputnik-georgia.com/20210913/sasuliero-pirebis-faruli-tvaltvali-axali-skandali-saqartvelosi-259564994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/33/246753321_225:459:1838:1669_1920x0_80_0_0_ac0109e341604f25a252ca5856c48d41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
სასულიერო პირების მოსმენა: სუსი მზადაა ითანამშრომლოს პროკურატურასთან
19:00 14.09.2021 (განახლებულია: 22:50 14.09.2021) სუსი მოუწოდებს მასმედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) მზადაა ითანამშრომლოს პროკურატურასთან „სასულიერო პირების ფარული თვალთვალის“ საქმის გამოძიების ყველა ეტაპზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ 14 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მასმედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცველი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას, აღნიშნავენ უწყებაში.
სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი
ქართველი სასულიერო პირების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. მასმედიის ვერსიით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეკომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის თვალთვალზე და 3 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.
13 სექტემბერი 2021, 23:46
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს აღნიშნულ ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს.
13 სექტემბერი 2021, 20:13
ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო.
ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები მასმედიას მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა. არხი ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფოსტით ფაილები გაუგზავნა.