https://sputnik-georgia.com/20210913/vin-utvaltvalebs-qartvel-sasuliero-pirebs-xelisufleba-da-opozicia-ertmanets-adanasauleben-259568665.html
ვინ უთვალთვალებს ქართველ სასულიერო პირებს: ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ
ვინ უთვალთვალებს ქართველ სასულიერო პირებს: ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში სასულიერო პირების საუბრების ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული სკანდალი სულ უფრო მწვავდება 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T23:46+0400
2021-09-13T23:46+0400
2021-09-13T23:46+0400
პოლიტიკა
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251423455_73:332:2327:1600_1920x0_80_0_0_fb3f31457c53e05957ddb4fb70f3a56d.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ფარულ თვალთვალში და სასულიერო პირების საუბრების აუდიო- და ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ მომხდარს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტრიგები უწოდეს.„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტების მორიგი მცდელობა, განაწყონ ეკლესია მთავრობის წინააღმდეგ, წარუმატებლად დასრულდა.მისი თქმით, საუბრების მოსმენა, ადამიანების თვალთვალი და მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა - წინა ხელისუფლების მეთოდებია.„ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მომხდარი ფაქტი იმის შედეგია, რომ „ნაცმოძრაობა“ დარწმუნებულია თავის დამარცხებაში მომავალ ადგილობრივ არჩევნებში.ოპონენტების პასუხი„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ ფარულ მიყურადებას მოქმედი ხელისუფლება წარმოებს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც სპეცსამსახურები არ უსმენენ.პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელებით, ვიღაც ცდილობს სასულიერო პირების დაშანტაჟებას. შანტაჟის მიზანია - მრევლი აიძულონ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს.„მე ვიცი, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი და იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტს იყენებს ძალაუფლების და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალიქართველი სასულიერო პირების საუბრის აუდიოჩანაწერები ოპოზიციური ტელეარხ „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ გამოჩნდა. მასმედიის მონაცემებით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებს გადასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოხელემ. საუბარია 100-ზე მეტი სასულიერო პირის თვალთვალზე და სამი ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს. მან სახელმწიფოს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო.ამასობაში, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები პრესას გადასცა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს, თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება, ამტკიცებს მედიასაშუალება, და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფოსტით ფაილები გაუგზავნა.
https://sputnik-georgia.com/20210913/sasuliero-pirebis-faruli-tvaltvali-axali-skandali-saqartvelosi-259564994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251423455_289:300:2019:1598_1920x0_80_0_0_1e2b9fb915fa46120d7b444fa7e9aef3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
პოლიტიკა, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
ვინ უთვალთვალებს ქართველ სასულიერო პირებს: ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ
საქართველოში სასულიერო პირების საუბრების ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული სკანდალი სულ უფრო მწვავდება
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ფარულ თვალთვალში და სასულიერო პირების საუბრების აუდიო- და ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ მომხდარს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტრიგები უწოდეს.
„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტების მორიგი მცდელობა, განაწყონ ეკლესია მთავრობის წინააღმდეგ, წარუმატებლად დასრულდა.
„ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში. ის უკვე დიდი ხანია ცდილობს ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საუბრების მოსმენა, ადამიანების თვალთვალი და მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა - წინა ხელისუფლების მეთოდებია.
„ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.
13 სექტემბერი 2021, 20:13
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მომხდარი ფაქტი იმის შედეგია, რომ „ნაცმოძრაობა“ დარწმუნებულია თავის დამარცხებაში მომავალ ადგილობრივ არჩევნებში.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ ფარულ მიყურადებას მოქმედი ხელისუფლება წარმოებს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც სპეცსამსახურები არ უსმენენ.
„მე ვფიქრობ, აღარაფერ შუაში არ არის რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ. მე მაინტერესებს ამ ქვეყანას მომავალი ექნება თუ არ ექნება... ისიც ვიხილეთ - მსხვერპლი ისეთი დამუშავებული ჰყავთ, ამ შემთხვევაში სასულიერო პირის სახით, რომ გამოდის და ამბობს - მერე რა, რომ უშიშროების სამსახური მე მიღებსო. ადამიანი პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს“, - განაცხადა მელიამ.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელებით, ვიღაც ცდილობს სასულიერო პირების დაშანტაჟებას. შანტაჟის მიზანია - მრევლი აიძულონ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს.
„მე ვიცი, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი და იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტს იყენებს ძალაუფლების და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი
ქართველი სასულიერო პირების საუბრის აუდიოჩანაწერები ოპოზიციური ტელეარხ „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ გამოჩნდა. მასმედიის მონაცემებით, ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებს გადასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოხელემ. საუბარია 100-ზე მეტი სასულიერო პირის თვალთვალზე და სამი ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, სწრაფად შეისწავლონ ფარული მიყურადების და თვალთვალის საეჭვო შემთხვევები.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, რომელიც ასევე ფიგურირებს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, ეს ჩადენილია უწმინდური ძალის მიერ, რომელსაც უნდა ადამიანები ეკლესიის წინააღმდეგ განაწყოს. მან სახელმწიფოს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი 2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირად შეხვედრებზე ინფორმაციას, ასევე ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობებს გადასცემდა რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილოვას. ამის სანაცვლოდ მან 30 ათასი დოლარი აიღო.
ამასობაში, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ტელეარხის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები პრესას გადასცა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც ორი თვის წინ, 8 ივლისს, თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან გადაწყვიტა სისტემის მხილება, ამტკიცებს მედიასაშუალება, და ოპოზიციურ არხებს ელექტრონული ფოსტით ფაილები გაუგზავნა.