https://sputnik-georgia.com/20210914/kovid-statusis-identifikaciis-veb-gverdi-259585557.html
პირველი პრეზენტაცია რესტორატორებისთვის: ამოქმედდა კოვიდ-სტატუსის იდენტიფიკაციის ვებ-გვერდი
პირველი პრეზენტაცია რესტორატორებისთვის: ამოქმედდა კოვიდ-სტატუსის იდენტიფიკაციის ვებ-გვერდი
Sputnik საქართველო
ახალ პლატფორმას და მისი მოქმედების პრინციპებს პირველი ქართველი რესტორატორები გაეცნენ. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T15:29+0400
2021-09-14T15:29+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251749869_0:80:3001:1768_1920x0_80_0_0_10f7b757087e144db4e70b59ff69c610.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ონლაინ-პლატფორმის covidpass.moh.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეების კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს.ვებ-გვერდის მუშაობის პრინციპები სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააცნო.პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების კოვიდ-სტატუსზე ინფორმაციის მიღება QR–კოდის საშუალებით.როგორც ფერაძემ განაცხადა, პლატფორმის მეშვეობით კლიენტი, ერთი მხრივ, დარწმუნებული იქნება, რომ უსაფრთხო ზონაში მოემსახურებიან, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური სივრცე ამა თუ იმ დაწესებულების თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.„საწყის ეტაპზე ვხვდებით რესტორატორებს, ვინაიდან ყველაზე დიდი გამოწვევა აქ არის ადამიანების მობილობიდან გამომდინარე. ხოლო ეტაპობრივად დაგეგმილია სხვადასხვა სექტორთან მსგავსი ტიპის შეხვედრები და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციას. პირველი ეტაპი იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო წარმატებით დანერგვის შემთხვევაში საბჭო იმსჯელებს შემდეგ მოქმედებებზე“, – განაცხადა ფერაძემ.ე.წ. მწვანე ზონების შექმნა უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის ეკონომიკურ სტაბილურობას. ფერაძის განცხადებით, „კოვიდ-საშვის“ აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქების საკითხიც დადგეს.შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 24 საათში მიიღეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო 72 საათში მიიღო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი და ვინც ორჯერადად ვაქცინირებულია.
https://sputnik-georgia.com/20210914/gujabidze-kovid-portalis-amoqmedebas-dadebitad-vapasebt-259583755.html
https://sputnik-georgia.com/20210907/saqartveloshi-qr-kodi-shemodis-259397050.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251749869_268:0:2731:1847_1920x0_80_0_0_16f53bc4386ba862485dc6584b3b0ba3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
პირველი პრეზენტაცია რესტორატორებისთვის: ამოქმედდა კოვიდ-სტატუსის იდენტიფიკაციის ვებ-გვერდი
15:29 14.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ახალ პლატფორმას და მისი მოქმედების პრინციპებს პირველი ქართველი რესტორატორები გაეცნენ.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ონლაინ-პლატფორმის
covidpass.moh.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეების კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს.
ვებ-გვერდის მუშაობის პრინციპები სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააცნო.
პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების კოვიდ-სტატუსზე ინფორმაციის მიღება QR–კოდის საშუალებით.
14 სექტემბერი 2021, 14:37
როგორც ფერაძემ განაცხადა, პლატფორმის მეშვეობით კლიენტი, ერთი მხრივ, დარწმუნებული იქნება, რომ უსაფრთხო ზონაში მოემსახურებიან, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური სივრცე ამა თუ იმ დაწესებულების თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.
„საწყის ეტაპზე ვხვდებით რესტორატორებს, ვინაიდან ყველაზე დიდი გამოწვევა აქ არის ადამიანების მობილობიდან გამომდინარე. ხოლო ეტაპობრივად დაგეგმილია სხვადასხვა სექტორთან მსგავსი ტიპის შეხვედრები და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციას. პირველი ეტაპი იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო წარმატებით დანერგვის შემთხვევაში საბჭო იმსჯელებს შემდეგ მოქმედებებზე“, – განაცხადა ფერაძემ.
ე.წ. მწვანე ზონების შექმნა უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის ეკონომიკურ სტაბილურობას. ფერაძის განცხადებით, „კოვიდ-საშვის“ აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქების საკითხიც დადგეს.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 24 საათში მიიღეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო 72 საათში მიიღო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი და ვინც ორჯერადად ვაქცინირებულია.