https://sputnik-georgia.com/20210914/gujabidze-kovid-portalis-amoqmedebas-dadebitad-vapasebt-259583755.html
შოთა ბურჯანაძე: კოვიდ-პორტალის ამოქმედებას დადებითად ვაფასებთ
შოთა ბურჯანაძე: კოვიდ-პორტალის ამოქმედებას დადებითად ვაფასებთ
Sputnik საქართველო
ამიერიდან კომპანიები შეძლებენ შეამოწმონ იმ ვიზიტორების კოვიდ-სტატუსი, რომელთაც მათ ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილი აქვთ. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T14:37+0400
2021-09-14T14:37+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160725_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_3420ce9828e9125b12597c2a4e99644d.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში „მწვანე ზონის“ შექმნას, მისასალმებელია – ასე გამოეხმაურა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე კოვიდ-პორტალის ამოქმედებას.საქართველოში დღეიდან სპეციალური პორტალი https://covidpass.moh.gov.ge/ ამოქმედდა, სადაც მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული. აღნიშნული პლატფორმის დახმარებით კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს ამა თუ იმ პირის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა ექნებათ.ვებ-გვერდის მუშაობის პრინციპები სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დღეს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააცნო.ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განსაკუთრებით იმ კოპანიებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებმაც აცრილი მოქალაქეების წახალისება ან არავაქცინირებული პირებისგან მათი იზოლირება გადაწყვიტეს.ამიერიდან კომპანიები შეძლებენ შეამოწმონ იმ ვიზიტორების კოვიდ-სტატუსი, რომელთაც მათ ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილი აქვთ. COVID Pass-ის აპლიკაცია მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას სპეციალური QR-კოდით მოახდენს.შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 24 საათში მიიღეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო 72 საათში მიიღო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი და ვინც ორჯერადად ვაქცინირებულია.
https://sputnik-georgia.com/20210901/tbilisis-restorani-mxolod-vaqcinirebul-pirebs-moemsaxureba-259221305.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160725_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_2e271d6c234974ee8d6b46b63bf76d42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, covid-19
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, covid-19
შოთა ბურჯანაძე: კოვიდ-პორტალის ამოქმედებას დადებითად ვაფასებთ
14:37 14.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ამიერიდან კომპანიები შეძლებენ შეამოწმონ იმ ვიზიტორების კოვიდ-სტატუსი, რომელთაც მათ ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილი აქვთ.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში „მწვანე ზონის“ შექმნას, მისასალმებელია – ასე გამოეხმაურა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე კოვიდ-პორტალის ამოქმედებას.
საქართველოში დღეიდან სპეციალური პორტალი
https://covidpass.moh.gov.ge/ ამოქმედდა, სადაც მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული. აღნიშნული პლატფორმის დახმარებით კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს ამა თუ იმ პირის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა ექნებათ.
ვებ-გვერდის მუშაობის პრინციპები სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დღეს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააცნო.
„ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ ინიციატივას დადებითად ვაფასებთ, რადგანაც ქვეყანაში დღეს შექმნილი რთული ეპიდვითარების პირობებში აუცილებელია ადამიანებმა ყველა გარემოში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განსაკუთრებით იმ კოპანიებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებმაც აცრილი მოქალაქეების წახალისება ან არავაქცინირებული პირებისგან მათი იზოლირება გადაწყვიტეს.
ამიერიდან კომპანიები შეძლებენ შეამოწმონ იმ ვიზიტორების კოვიდ-სტატუსი, რომელთაც მათ ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილი აქვთ.
COVID Pass-ის აპლიკაცია მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას სპეციალური QR-კოდით მოახდენს.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 24 საათში მიიღეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო 72 საათში მიიღო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი და ვინც ორჯერადად ვაქცინირებულია.