https://sputnik-georgia.com/20210901/tbilisis-restorani-mxolod-vaqcinirebul-pirebs-moemsaxureba-259221305.html
თბილისის ერთ-ერთი რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მოემსახურება
თბილისის ერთ-ერთი რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მოემსახურება
Sputnik საქართველო
აქამდე ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და სასტუმრო ვაქცინირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ფასდაკლებებს სთავაზობდა. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T17:35+0400
2021-09-01T17:35+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23533/10/235331021_0:15:2001:1140_1920x0_80_0_0_3137015d59c3a91c64b05d36061f8938.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთი პოპულარული რესტორანი დღეიდან მხოლოდ იმ კლიენტებს მოემსახურება, რომლებიც წარუდგენენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ან უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს.შესაბამისი განცხადება რესტორნის ადმინისტრაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.„ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან „შავი ლომი“ მხოლოდ აცრილ, ანტიგენის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – ნათქვამია რესტორნის განცხადებაში. ანალოგიურად აპირებენ მუშაობას თბილისში არსებული კაფე Leila და რესტორანი Ninia's Garden. აქამდე ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და სასტუმრო ვაქცინირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ფასდაკლებებს სთავაზობდა. კოვიდ-სერტიფიკატის მქონე მოქალაქეებისთვის შეთავაზებების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე atsrili.ge. ზოგიერთმა ბიზნეს-სუბიექტმა ამ ფორმით გადაწყვიტა ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისება.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.210.746 აცრა. აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 408.663 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,3%.
https://sputnik-georgia.com/20210901/batumsi-mozravi-vaqcinaciis-centrebi-funqcionirebs-259209081.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23533/10/235331021_37:0:1814:1333_1920x0_80_0_0_be903c00b912fea83177725fa7e2aa09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, covid-19
თბილისის ერთ-ერთი რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მოემსახურება
17:35 01.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) აქამდე ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და სასტუმრო ვაქცინირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ფასდაკლებებს სთავაზობდა.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთი პოპულარული რესტორანი დღეიდან მხოლოდ იმ კლიენტებს მოემსახურება, რომლებიც წარუდგენენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ან უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს.
შესაბამისი განცხადება რესტორნის ადმინისტრაციამ საკუთარ
Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
„ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან „შავი ლომი“ მხოლოდ აცრილ, ანტიგენის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – ნათქვამია რესტორნის განცხადებაში. ანალოგიურად აპირებენ მუშაობას თბილისში არსებული კაფე Leila და რესტორანი Ninia's Garden.
აქამდე ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და სასტუმრო ვაქცინირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ფასდაკლებებს სთავაზობდა. კოვიდ-სერტიფიკატის მქონე მოქალაქეებისთვის შეთავაზებების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე atsrili.ge. ზოგიერთმა ბიზნეს-სუბიექტმა ამ ფორმით გადაწყვიტა ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისება.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.210.746 აცრა. აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 408.663 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,3%.