https://sputnik-georgia.com/20210907/saqartveloshi-qr-kodi-shemodis-259397050.html
საქართველოში მოქალაქის კოვიდ-სტატუსის გარკვევა QR-კოდით მოხდება
საქართველოში მოქალაქის კოვიდ-სტატუსის გარკვევა QR-კოდით მოხდება
Sputnik საქართველო
აპლიკაციაში ასახული იქნება ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექციის შესახებ. 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T17:34+0400
2021-09-07T17:34+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259390861_0:187:3123:1943_1920x0_80_0_0_2b8fd5581a66d65d325adf5ccbc933f6.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო COVID Pass-ის აპლიკაციის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს, განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ბრიფინგზე.მისი თქმით, აპლიკაცია მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას სპეციალური QR-კოდით მოახდენს.„ამ აპლიკაციაში სრულად დაცული იქნება პერსონალური ინფორმაცია და მისი გამოყენებით მომხმარებელი მოახდენს დადასტურებას, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას“, – განაცხადა ფერაძემ. ფერაძის განმარტებით, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის შესახებ, მასში ასევე ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში ე.წ. სწრაფი ტესტის შედეგიც. ამასთან, აპლიკაციაში ასახული იქნება ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექციის შესახებ.როგორც ფერაძემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და ახალ აპლიკაციას გააცნობს.
https://sputnik-georgia.com/20210907/ramdenad-agresiuli-iqneba-koronavirusis-mexute-talga-259378975.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259390861_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_57fb875b08112486f49025c75a6cbe85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველოში მოქალაქის კოვიდ-სტატუსის გარკვევა QR-კოდით მოხდება
17:34 07.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) აპლიკაციაში ასახული იქნება ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექციის შესახებ.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო COVID Pass-ის აპლიკაციის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს, განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აპლიკაცია მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას სპეციალური QR-კოდით მოახდენს.
„ამ აპლიკაციაში სრულად დაცული იქნება პერსონალური ინფორმაცია და მისი გამოყენებით მომხმარებელი მოახდენს დადასტურებას, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას“, – განაცხადა ფერაძემ.
ფერაძის განმარტებით, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის შესახებ, მასში ასევე ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში ე.წ. სწრაფი ტესტის შედეგიც. ამასთან, აპლიკაციაში ასახული იქნება ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექციის შესახებ.
როგორც ფერაძემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და ახალ აპლიკაციას გააცნობს.