დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 სექტემბერი

CC BY 2.0 / Flickr/ Meraj Chhaya / Kirstenbosch Panorama ხედი კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღზე
 ხედი კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღზე  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 13 სექტემბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ვარსკვლავები გვახსენებენ, რომ ხანდახან მარტივი გზა რთულზე უკეთესია. თუ მიგაჩნიათ, რომ ხელმძღვანელობა სათანადოდ არ გაფასებთ, შეგიძლიათ პირდაპირ განუცხადოთ მათ ამის შესახებ, ოღონდ თქვენი მოთხოვნები კონკრეტული, ცხადი და დასაბუთებული უნდა იყოს. კარგი დღეა საქმიანი და აქტიური ადამიანებისთვის. მოერიდეთ უხეშობას ურთიერთობებში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს კარგი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, მაგრამ ისინი რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად მოქმედება და ფიქრი დაგჭირდებათ. დიდი ალბათობით, ვითარება თქვენგან მოხერხებულ და არასტანდარტულ მოქმედებებს მოითხოვს და ამისთვის ყველა თვისება გაგაჩნიათ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული ნაპერწკალი. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გარშემომყოფების სიმპათიის მოპოვებაში და ნებისმიერი სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებაში.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
კურო: ეს ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ ცხოვრებაში ყველაზე გრანდიოზული გეგმებიც კი განახორციელოთ. ვარსკვლავები წარმატებებს გპირდებიან ამბიციურ წამოწყებებში. სამუშაო იქნება თუ სიყვარულის ან სხვა რომელიმე სფერო, თუ რამე გლობალურ პროექტს წამოიწყებთ, არ ინანებთ. დროთა განმავლობაში თქვენი გეგმები განხორციელდება და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ ნუ „დაწვრილმანდებით“ და ყოველდღიურ საზრუნავზე ნუ დაკარგავთ დროს.
ტყუპი: დღეს რომელიმე საკითხში შეიძლება არჩევნის წინაშე მოგიწიოთ დადგომა. შესაძლოა, ეს საკითხი არ მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ არ აჰყვეთ წამიერ ემოციას, სხვების რჩევებს და ნუ იქნებით გამართლების იმედზე. საკითხს დაფიქრებით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ და ასეთ შემთხვევაში სანანებელი არფერი არ გაგიხდებათ.
კირჩხიბი: დღეს უკომპრომისო განწყობა გაქვთ – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს ცხადად დაინახავთ და მისკენ ისწრაფვით, ამით გაიზრდება თქვენი მოთხოვნები როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. არცაა გასაკვირი, თუ უკმაყოფილო იქნებით და ყველას და ყველაფერს გააკრიტიკებთ. თქვენი აზრით, საქმის წინ წაწევა გინდათ, გარშემომყოფების აზრით კი მათ ექსპლუატაციას ეწევით. ასეთი განწყობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ურთიერთობების დაზიანების ხარჯზე.
კაზინოში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2019
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული
ლომი: დღეს დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობთ თავს. არ გაღელვებთ გარშემომყოფების მოსაზრება, დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ ბიზნესსა და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება ჩხუბის მიზეზი გახდეს. თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობა სურს, საკმარისია მხოლოდ რჩევა გკითხოთ – სიამოვნებით შეასრულებთ ბრძენი მრჩევლის როლს.
ქალწული: თქვენი ენერგიულობა დღეს ბევრს შეშურდება – ხართ აქტიური, შრომისუნარიანი, თავდაჯერებული. არაა გასაკვირი, რომ შემართებით შეეჭიდებით ყველაზე რთულ საქმეებს – ძველსა თუ ახალ პროექტებს, მწვავე საკითხების გადაჭრას. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია ეცადოთ, რომ ძალიან არ გააღიზიანოთ რიგვლივ მყოფები ზედმეტი თავდაჯერებულობით.
სასწორი: მოულოდნელი პრობლემები გელოდებათ, მაგრამ კარგი სიახლე ისაა, რომ გექნებათ დიდი ძალა და ენერგია, რომ ამას შეებრძოლოთ. გაქვთ ნებისყოფა, ხართ კომუნიკაბელური, გაქვთ სხვების დარწმუნების უნარი. ამ ყველაფრის წყალობით შეძლებთ ნებისმიერი სიტუაციის თქვენ სასიკეთოდ შემობრუნებას. ნებისმიერი ვითარების უკან ხომ ადამიანები დგანან, და თქვენ შეძლებთ მათთან შეთანხმებას.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2019
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები
მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მშრალი ფაქტები და ციფრებია, ხოლო ყველაფერი, რისი დასაბუთებაც ლოგიკურად რთულია, თქვენთვის მისი გაკეთება წარმოუდგენელია. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არ ენდოთ ინტუიციას, სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოგივათ ყველაფერი, რაც ზუსტ გათვლებსა და ფაქტების ანალიზს მოითხოვს. მიუძღვენით ეს დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვას, ფინანსებს, მოაწესრიგეთ ანგარიშები და შეიძლება გამდიდრების გენიალური გეგმაც მოგივიდეთ თავში.
მშვილდოსანი: ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო შეიძლება საქმეებს ავნოთ. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ უარს ეუბნებით გარშემომყოფებს დახმარებაზე და იგნორირებას უკეთებთ რჩევებს, გგონიათ, რომ თქვენ უკეთ იცით, რას აკეთებთ, ვიდრე სხვებმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა და თქვენ ხართ მართალი. თქვენი გამოცდილება და უნარები შეიძლება არ ეყოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტას. ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, როცა დარწმუნებული ხართ, რომ არ შეგეშლებათ.
თხის რქა: დღეს ძალაგამოცილი იქნებით და შეიძლება სულ მარტივი საქმის გაკეთებაც ვერ შეძლოთ. სწორედ ამიტომ გადადებთ ყველა იმ საქმეს, რომლის გადადებაც შეიძლება. თუ რომელიმე საკითხი თქვენს აქტიურ ჩარევას საჭიროებს, შეიძლება ამ საქმეში დიდი წაოსი შეიტანოთ. ამის მიზეზი თქვენი არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, არამედ სულიერი განწყობაცაა. საკმარისია ცოტა გამოფხიზლდეთ და განწყობა გაიუმჯობესოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ წინაშე კარგი შესაძლებლობები გაჩნდება.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მერწყული: კაშკაშა ემოციების დღე გელოდებათ. ცოცხალი წარმოსახვის წყალობით შეგიძლიათ თავი გამოიჩინოთ შემოქმედებით სარბიელზე. მთავარი, რასაც დღეს ვარსკვლავები გპირდებიან, ეს სპონტანური გრძნობებია, ვნებათა მთელი სპექტრი, ცისარტყელას ყველა ფერი. ამგვარი განცდები თქვენს გულს უფრო ძალუმად ააძგერებს და მრავალ სასიამოვნო ემოციას გამოგაცდევინებთ.
თევზები: გაქვთ შანსი, რომ რომელიღაც საკითხში გაიმარჯვოთ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, წარმატება სიყვარულში, კამათში მოგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს შანსი და განამტკიცოთ არა მხოლოდ მიღწეული პოზიციები, არამედ წინაც წაიწიოთ, კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. დღევანდელი დღე იდეალურია იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა დაისახოთ და სასურველს მიაღწიოთ.
ყველა ახალი ამბავი
0