დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 სექტემბერი

© Unsplash/Mohamed Nohassiადამიანის სილუეტი
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 12 სექტემბერია, კვირა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
არ შეუშინდეთ რთულ საქმესთან შეჭიდებას. ენერგია და მიზანსწრაფულობა საკმარისი გექნებათ მის ბოლომდე მისაყვანად. იკითხეთ რჩევა და სასარგებლო რეკომენდაციების წყალობით გაიმარტივებთ მიზნისკენ მიმავალ გზას. კარგი დღეა ოჯახური ღონისძიებებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 სექტემბერი>>
ვერძი: ადვილი არ იქნება, მაგრამ დღეს თავი მაქსიმალურად მშვიდად და მეგობრულად უნდა გეჭიროთ, არ უნდა აჰყვეთ პროვოკაციებს და კომპრომისი ეძებოთ. ეს ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან როგორც ახლა, ისე ახლო მომავალში. არ გადაიტვირთოთ, ეს დღე დასვენებისთვის უფროა შესაფერისი. ეს პაუზა დაგეხმარებათ არა მხოლოდ ძალების აღდგენაში, არამედ სამომავლო გეგმებში კორექტივების შეტანაშიც.
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტოპ-ხუთეული
კურო: დღე ძალაზე მშფოთვარედ დაიწყება. ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი და შეიძლება გაგიჭირდეთ პრიორიტეტული საქმეების გამოყოფა. ყველაფერს გაუმკლავდებით, თუ მიზანმიმართულად და დისციპლინირებულად იმოქმედებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ახალი უჩვეულო და საინტერესო საქმეებისთვის. გაგიჩნდებათ ბევრი კარგი იდეა. კარგი დროა ურთიერთობებისთვის.
ტყუპი: მსუბუქი და საინტერესო დღე გელოდებათ. ბევრ საქმეს უმკლავდებით სწრაფად და ადვილად, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. ხშირად გიმართლებთ ფინანსურ საკითხებში. გაგიმართლებთ შენაძენში, მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგი დღეა სხვების დასახმარებლად. პოულობთ გზებს, რომ დაეხმაროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. საღამოს ოჯახში სასიამოვნო მოვლენები და შესანიშნავი სიახლეები გელოდებათ.
კირჩხიბი: არ აჩქარდეთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება რაღაც მცირე პრობლემები გაჩნდეს, ზოგიერთი თქვენგანი მოულოდნელ სირთულეებს გადააწყდეს, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა ეტაპობრივად იზრდება და შუადღისას დაინახავთ, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირში შეიძლება გადაიზარდოს.
კამათი სკანდალისტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული
ლომი: დილით გარკვეული უსიამოვნებები გელოდებათ, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის, არაფერია სანევიულო. სიამოვნებით ატარებთ ექსპერიმენტებს, არ უშინდებით გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა პირადი ურთიერთობებისთვის. საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.
ქალწული: გაჩნდება მრავალი ახალი იდეა, რომელთა შორის იქნება ისეთიც, რომლის რეალიზება დაუყოვნებლივ შეიძლება. მარტოც გაუმკლავდებით საქმეებს, მაგრამ თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარის თქმა არ ღირს. საერთო საქმეები ურთიერთობებს წაადგება, ამასთან განწყობაც გაგიუმჯობესდებაც, როდესაც თქვენ გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს იდეებს იზიარებენ.
სასწორი: დღე კარგია უფრო დასვენებისთვის, ვიდრე რამე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. დღეს გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება, შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვათ, მცირე დეტალი გამოგეპაროთ მხედველობიდან. კარგი დღეა ოჯახური ღონისძიებებისთვის, საერთო გეგმების განხილვისთვის, რომლის დროსაც შეიძლება საინტერესო იდეაც გაჩნდეს, რომელსაც ახლო მომავალში დიდი ენთუზიაზმით განახორცილებთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
მორიელი: არცთუ საუკეთესო დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. სერიოზულად ხართ განწყობილი, მაგრამ ამას გარშემომყოფებს ვერ ეუბნებით, ამიტომ საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. სამაგიეროდ შეიძლება ათას უმნიშვნელო რაღაცებზე საუბარი, მხიარული ისტორიების მოყოლა. თქვენი იუმორის გრძნობა ბევრზე მოახდენს საოცარ შთაბეჭდილებას. კარგი დღეა მგზავრობისთვის. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა.
მშვილდოსანი: გელოდებათ დასამახსოვრებელი შეხვედრები, უჩვეულო ნაცნობობა. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს არა მხოლოდ დალაპარაკებას ადამიანთან, რომელზეც ბევრი კარგი სმენია, არამედ დამეგობრებასაც კი. გაიგებთ კარგ სიახლეებს, რომლებიც უმეტესად ფინანსურ ან თქვენთვის რთულ და მნიშვნელოვან ქონებრივ საკითხებს ეხება. საღამოს კარგი იდეები გაგიჩნდებათ, რომელთა რეალიზებასაც მალე შეძლებთ.
თხის რქა: ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, უარს არ ამბობთ ჩანიფიქრზე, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ საქმეს, რომელსაც აქამდე ვერ უმკლავდებოდით. ახლა ყველაფერი გამოგივათ. კარგი დღეა გეგმების დასაწყობად. სწორად აფასებთ საკუთარ ძალებს, მოვლენების განვითარების სავარაუდო სქემას. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, რომელთა წყალობითაც აღადგენთ ურთიერთობებს, რომელთა გაწყვეტას ძალიან ნანობდით.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
მერწყული: არცთუ ნაყოფიერი დღეა, მაგრამ მაინც იღბლიანი. შესაძლებელია რაღაც დაყოვნებები, წარუმატებელი თანხვედრები, შეთანხმებების დარღვევა და მცირე უსიამოვნებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან და სასწრაფო საქმეებს თქვენ დროულად და შესანიშნავად გაუმკლავდებით. გაგახარებთ ურთიერთობები ახლობლებთან. კარგი დღეა საოჯახო დღესასწაულის მოსაწყობად. დროს შესანიშნავად გაატარებთ და გარშემომყოფებსაც გაუუმჯობესებთ განწყობას.
თევზები: ეცადეთ, დილით არ ინერვიულოთ. არცთუ მარტივი დროა ურთიერთობებისთვის. შეიძლება განაწყენდეთ სულ უბრალო რაღაცების გამო, გაბრაზდეთ, თუ გარშემომყოფები სწორად ვერ გაგიგებენ. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა სწრაფად გაძლიერდება და განწყობა მალე გაგიუმჯობესდებათ. დღის მეორე ნახევარში დაუთმეთ დრო თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0