დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 სექტემბერი

CC0 / Flickr / David Wei Wong / Millaa Millaa water fallsჩანჩქერი მილა-მილა
ჩანჩქერი მილა-მილა - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 11 სექტემბერია, შაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. კარგი დღეა დასვენებისა და გართობისთვის. არ ღირს სერიოზული საკითხების განხილვა და კამათი პრინციპულ თემებზე. აჯობებს, თუ ამ დღეს არ დაგეგმავთ დამღლელ საქმიანობას, ხანგრძლივ მგზავრობას. დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 სექტემბერი>>
ვერძი: ძალიანაც რომ ეცადოთ, სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. ემოციური ფონი არასტაბილურია, ჩვეულებრივზე მეტად „ფეთქებადი“ ხართ, წვრილმანები გულთან ახლოს მიგაქვთ. მიუხედავად ამისა, გარშემომყოფებთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებთ. კარგი დროა არცთუ მარტივი საქმეების გასაკეთებლად, რთული ამოცანების გადასაწყვეტად. მიმართეთ ენერგია მშვიდობიან კალაპოტში და ყველაფერი გამოგივათ.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
კურო: თამამი გეგმების დღეა. მოგდით საოცარი იდეები, რამაც, შესაძლოა, ზოგს თქვენ მიმართ შურის გრძნობა გაუჩინოს. მაგრამ უფრო მეტი იქნება ის, ვისაც თქვენი მხარდაჭერის სურვილი ექნება. საოცარი და შეიძლება ითქვას, საბედისწერო თანხვედრების დღეა. მაგალითად, შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან გენატრებათ და ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდებით. ზოგადად, კარგი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად. არ მოგერიდოთ ინიციატივის გამოჩენა.
ტყუპი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ არ იჩქაროთ, რადგან მაინც მოასწრებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გაქვთ. ყურადღება მიაქციეთ იმ საკითხებს, რომლებიც აქამდე არ გამოგივიდათ – დღეს მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. ეს შეიძლება რამე ახალი მეთოდი იყოს. ამისთვის საკმარისი სიმტკიცე და თავდაჯერებულობა გაქვთ. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრები, ასევე მოულოდნელი, სიყვარულით შერჩეული საჩუქრები.
კირჩხიბი: ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, შესაძლებელია მოულოდნელობები. სხვა დროს ამას, შესაძლოა, თქვენი შეშფოთება გამოეწვია, მაგრამ დღეს ეს მხოლოდ გაგახარებთ. მოგწონთ ექსპერიმენტები, რაღაც ახლის მოსინჯვა, სიჩქარეში გადაწყვეტილებების მიღებაც კი არ განერვიულებთ. ხელსაყრელი დღეა ძველ მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობებისთვის. საუბრისთვის ბევრი საინტერესო თემა გექნებათ.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს
ლომი: ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, ხანდახან დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ – შრომისთვის მზად ხართ, გზაზე გადაულახავი ბარიერები არ გაჩნდება. შესანიშნავი დღეა შეყვარებულებისთვის. შეგიძლიათ სიყვარულში გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანს, ინიციატივა გამოიჩინოთ რომანტიკულ ურთიერთობებში, მოაწყოთ განსაკუთრებული პაემანი. ეს წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს საყვარელ ადამიანზე.
ქალწული: რა გეგმაც არ უნდა შეადგინოთ დღეისთვის, მზად იყავით მის შესაცვლელად. დღის პირველი ნახევარი სიურპრიზებით არის სავსე. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი მოვლენები, სიახლეები, რომელთა გამოც შეიძლება დაგეგმილის გადადება და ახალ საქმეზე კონცენტრირება მოგიწიოთ. ეს არ გსიამოვნებთ, მაგრამ საწუწუნოც არაფერი გექნებათ, რადგან სიტუაცია კარგად განვითარდება. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის.
სასწორი: შეიძლება რაღაც გეგმის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ ეს გაგახარებთ კიდეც. დღე მრავალ ახალ შესაძლებლობას გააჩენს თქვენ წინაშე და ხელიდან არც ერთის გაშვება არ გინდათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, მათ შორის ადამიანთან, რომელთან შეხვედრასაც ფარულად ნატრობდით. გექნებათ ოდესღაც თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობების აღდგენის შანსი, თუმცა ამ საკითხში არ იჩქაროთ – ჯერ გაარკვიეთ, სინამდვილეში რა გსურთ.
ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2019
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღის დასაწყისში რაღაც უსიამოვნო სირთულეები შეიძლება გაჩნდეს. წვრილმანმა გაუგებრობებმა, შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შუადღისას სასიამოვნო მოვლენები და სიახლეები გელოდებათ, შეძლებთ რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას. საღამოს გაგიადვილდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, ურთიერთობების დალაგება მათთან, ვისთანაც რამე უსიამოვნება გქონდათ.
მშვილდოსანი: დილით შეიძლება გაღიზიანებული იყოთ, ამიტომ საქმიანობას მაშინვე ნუ დაიწყებთ. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ნაშუადღევისთვის გადადეთ. ასე თავიდან აიცილებთ ხანგრძლივ კამათს და გადაწყვეტილებასაც მოგვიანებით უფრო ადვილად მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში იოლად გაუმკლავდებით რუტინულ საქმეებს, რადგან მათ შემოქმედებიტად ეკიდებით. საღამო შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება.
თხის რქა: კარგი დროა იმისთვის, რომ გადაჭრათ საკითხები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ. თუ აქამდე ორჭოფობდით რამდენიმე ვარიანტს შორის, ახლა ცხადი გახდება, რომელი გზა უნდა აირჩიოთ სამოქმედოდ. შესანიშნავი დროა მეგობრებთან შესახვედრად. დღის მეორე ნახევარი წარმატებული იქნება ფინანსური თვალსაზრისით. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, გარიგებების დადება.
საფულეები - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2019
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა
მერწყული: მშვიდი დღე გელოდებათ, მღელვარებისთვის სერიოზული საბაბი არ გექნებათ. ვარსკვლავების მხარდაჭერას დილიდან გვიანობამდე იგრძნობთ. წარმატებების მიღწევაში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ. თუ სირთულეებს წააწყდებით, უკან არ დაიხევთ, გააგრძელებთ სვლას არჩეული გზით და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებზეც კარგ სიახლეებს გაიგებთ. შეიძლება შემოგთავაზონ საინტერესო წინადადება.
თევზები: დღე კარგად ჩაივლის, თუ არ იღელვებთ. სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ იმ შემთხვევაშიც, თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა – შეხედეთ მომავალს ოპტიმიზმით, ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული საკუთარი ძალების რწმენაზე და არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ ამ რწმენას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, აქამდე ფარული ნიჭიც გამოავლინოს.
ყველა ახალი ამბავი
0