დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 სექტემბერი

© Pixabay / Fotocitizenდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 10 სექტემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ადამიანებს ირგვლივ ყველაფრის შეცვლისა და რამე მშვენიერის შექმნის სურვილი ამოძრავებს. იოლი იქნება შეთანხმებები თანამოაზრეებს შორის. მოსალოდნელი არაა უთანხმოებები და ჩხუბი. ბევრი ზრუნავს გარშემომყოფებზე, მაგრამ ეს ყოველთვის უანგაროდ არ ხდება, ამიტომ თუ ვინმე დაჟინებით გთავაზობთ დახმარებას, იცოდეთ, რომ ამისთვის საპასუხოდ რამე შეიძლება მოითხოვონ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი>>
ვერძი: ხშირად იწყება კამათი და დიდი ალბათობით, ამის სათავეში თქვენ დგახართ. მიგაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი სიმართლის დამტკიცება სწორედ ახლა, თუმცა ინტუიცია გკარნახობთ, რომ ცოტას თუ მოიცდით, ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდება. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას – მათზეა დამოკიდებული თქვენი კარიერა. ირონიული შენიშვნები და სარკაზმით სავსე გამონათქვამები მათთვის ყოველთვის მისაღები არაა.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო: ხელსაყრელი დღეა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ცხოვრების ყველა სფეროშია შესამჩნევი. შესანიშნავად უმკლავდებით ყველა საქმეს, რასაც ეჭიდებით. შესაძლებელია იმ საქმეების დამთავრება, რომლებსაც დიდი ხანია თავი ვერ მოაბით. კარგი დღეა ძველი სამუშაო და პირადი კავშირების აღსადგენად. გამონახეთ დრო თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, განიხილეთ მათთან პრობლემური საკითხები – ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.
ტყუპი: შეგიძლიათ ნებისმიერთან გამონახოთ საერთო ენა. ეს უნარი უნდა გამოიყენოთ, რათა მოაგვაროთ ის ურთიერთობები, რომლებშიც ამ ბოლო დროს ბზარი ან უთანხმოებები გაჩნდა. დღეს ბევრ სასარგებლო მინიშნება გექნებათ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რადგან მათ საინტერესო აზრის მოწოდება შეუძლია. შესაძლოა, ძალზე იღბლიანად გადაწყდეს საკითხი, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას გიკარგავთ.
კირჩხიბი: ყველას ნუ უჯერებთ. დღეს ადვილია სასურველის სინამდვილედ მიღება და ზოგმა შეიძლება ამით ისარგებლოს. ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერი ინფორმაცია შეამოწომოთ, ამასთან, არ გქონდეთ იმედი, რომ ადამიანები, რომლებმაც პირობა მოგცეს, სიტყვას შეასრულებენ. დანარჩენს რაც შეეხება, დღე კარგად ჩაივლის. თუ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნობით, დიდი ალბათობით, გაუმკლავდებით საქმეებს.
ქალები სიცილის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“
ლომი: ცუდი დღე ნამდვილად არ გელოდებათ და ის უფრო კარგი გახდება, თუ ყველა წვრილმანზე არ ინერვიულებთ. გულთან ახლოს არ მიიტანთ პრობლემებს, რადგან მათ სწრაფად გადაწყვეტთ. შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომელიც ძალიან მოგენატრათ. მოსალოდნელია სიახლეების გაგება, რომლებიც უფრო თქვენს სამუშაოს ან სწავლის გეგმებს უკავშირდება.
ქალწული: არ აჩქარდეთ. ეს მშვიდი დღეა, როდესაც კარგია ზომიერად მუშაობა დაგროვებულ საქმეებზე. შეძლებთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაფიქრებას. ამასთან, დიდი ალბათობით, ხელს არავინ შეგიშლით, არც არავინ მოგცემთ დაუკითხავად რჩევებს და არ შეეცდება თქვენს „ჭეშმარიტების გზაზე“ დაყენებას. დღის მეორე ნახევარში მომავალთან დაკავშირებით კარგი იდეები გაგიჩნდებათ.
სასწორი: მნიშვნელოვანი საქმეები, საპასუხისმგებლო შეხვედრები, სერიოზული მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, რომელიც განსაკუთრებულად ნაყოფიერი იქნება. შეიძლება იღბლიანად გადაწყდეს ფინანსური საკითხები, არ არის გამორიცხული თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარში მშფოთვარე მოვლენებია მოსალოდნელი. ზოგიერთ რამეზე სრულიად უსაფუძვლოდ ნერვიულობთ – ამას მერე დრო აჩვენებს, მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მორიელი: დიდ ყურადღებას აქცევთ წვრილმანებს და ამით ცხოვრებას თქვენც ირთულებთ და გარშემომყოფებსაც მოსვენებას არ აძლევთ. ეცადეთ, სიტუაცია მთლიანობაში აღიქვათ და მიხვდებით, რომ მოვლენები საკმაოდ ხელსაყრელად ვითარდება. გადაულახავი ბარიერები გზაზე არ გეღობებათ. ეცადეთ, მეტი ურთიერთობა გქონდეთ პოზიტიურ ადამიანებთან. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომ გამოეთიშოთ ყოვედღიურობას და სრულიად ახალი რამე გააკეთოთ.
მშვილდოსანი: ეცადეთ, არ გადაიღალოთ. აუცილებელია არაა, ყველა საქმე გააკეთოთ. სასურველია, რომ ენერგია შეინარჩუნოთ. გადადეთ ზოგიერთი საქმე და გამოთავისუფლებული დრო თქვენთვის საინტერესო საქმეს დაუთმეთ. კარგი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, ვინც კარგად გიცნობთ. ახლობლებს შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი განცდები, ეჭვები, იმედები. თქვენთვის ძვირფასი ადამიანები მხარს დაგიჭერენ.
თხის რქა: თქვენი დიპლომატიური ნიჭი დღეს ყველას გამოადგება. შეგწევთ უნარი, რომ შეარიგოთ დაპირისპირებული მხარეები, შეთანხმებაში დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც საერთო ენას ვერ პოულობენ, შუამავლის როლი იკისროთ თანამშრომლობაში, რომელიც ყველას წაადგება. ეს საქმიანობა საკმაოდ დამღლელი იქნება, მაგრამ კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ამ ყოველივესთან ერთად მიმდინარე საქმეებიც უნდა გააკეთოთ, რაც თქვენთვის მოსაწყენია.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2019
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“
მერწყული: დღე მშვიდად და ნაყოფიერად დაიწყება. შესაფერისი დროა პრაქტიკულად ნებისმიერი საქმიანობისთვის – ჩვეული და კარგად ნაცნობი საქმეებიდან დაწყებული სრულიად ახლით დამთავრებული. დღის მეორე ნახევარი ქაოსში ჩაივლის. მოსასწრები გაქვთ ბევრი რამ, გიწევთ აჩქარება, რაც განერვიულებთ. მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. წვრილმან სირთულეებს იუმორით უყურებთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ.
თევზები: მრავალფეროვანი და საინტერესო დღე გელოდებათ. შესაშურად მიზანსწრაფული ხართ. ამის წყალობით შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდათ. ჩვეულ სამუშაოს იოლად ასრულებთ, ცოტაოდენი სირთულეები შეიძლება გაჩნდეს ახალი საქმეების კეთებისას, მაგრამ სერიოზული დაბრკოლებები არ შეგექმნებათ. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო საუბრები.
ყველა ახალი ამბავი
0