https://sputnik-georgia.com/20210909/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-9-seqtemberi-259438533.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T00:15+0400
2021-09-09T00:15+0400
2021-09-09T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/71/248497170_0:65:3409:1983_1920x0_80_0_0_957752e1584a1e49b4389652ad2845fc.jpg
დღეს 2021 წლის 9 სექტემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.ეს ის დღეა, როცა შინაფან ხმას უნდა მოვუსმინოთ, დროულად მივაქციოთ ყურადღება, რადგან ის მოგვცემს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს. დღის პირველ ნახევარში კარგი იქნებასაკუთარი მიზნების მიღწევაზე მუშაობა, ხოლო დღის მეორე ნახევარში ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვა.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი>>ვერძი: დააწყვეთ გეგმები, იფიქრეთ მომავალზე, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, სურვილები რომ აგისრულდეთ. გაჩნდება კარგი იდეები, იპოვით პასუხებს პრაქტიკულ კითხვებზე. არ არის გამორიცხული, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის რეალური შანსი გაჩნდეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ კარგად გესმოდეთ, რისკენ ისწრაფვით და რისი მიღწევა გინდათ. გარშემომყოფებისთვის ერთგვარი შთაგონების წყარო გახდებით.კურო: როგორი დღე გექნებათ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ სერიოზული, თანამიმდევრული და მტკიცედ განწყობილი იქნებით, წარმატებებს მიაღწევთ რთულ საკითხებში, იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებმაც სხვები ჩიხში შეიყვანა. ხოლო თუ არასერიოზულად მოეკიდებით საქმეებს, მაშინ უსიამოვნო შედეგებს მოიმკით. ნუ მიენდობით იღბალს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. სჯობს, საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ.ტყუპი: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ეს უნდა გამოიყენოთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მასშტაბურ და რთულ საქმეს შეეჭიდოთ. გადადგით პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლად და როდესაც გარშემომყოფები თქვენს პირველ წარმატებებს დაინახავენ, მოკავშირეებიც გამოჩნდებიან. კარგი დღეა ინიციატივის გამოჩენისთვის პირად ურთიერთობებში. საინტერესოდ ჩაივლის რომანტიკული პაემანიც.კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისთვის, მათ შორის, თქვენი ინიციატივით. თუ იდეა გაქვთ, გაუზიარეთ ის ძველ ნაცნობებს, ისინი დაგეხმარებიან მათ რეალიზაციაში. არ არის გამორიცხული ასევე, რომ საინტერესო წინადადებაც მიიღოთ. იქნება ფინანსური საკითხების გადაჭრის შესაძლებლობა. ზოგიერთი თქვენგანი შემოსავლების გაზრდის მარტივ და ეფექტურ გზას მიაგნებენ. შესაძლებელია თანხის მიღება.ლომი: ნუ შფოთავთ და გარშემომყოფებსაც არ აგრძნობინოთ თქვენი განგაშის შეგრძნებები. დღეს კარგი იქნება, თუ პრობლემებს არ განიხილავთ, არამედ იმსჯელებთ შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე. ეცადეთ, მეტი დრო იმ ადამიანების გვერდით გაატაროთ, რომლებიც პოზიტიურად არიან განწყობილი და იციან, როგორ დაგეხმარონ, რომ კარგ განწყობაზე დადგეთ. კარგი დღეა ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად.ქალწული: არ არის ადვილი გონების მოკრება და სერიოზულად განწყობა სამუშაოსთვის. იცით, რომ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ ფიქრიდან რომ მოქმედებაზე გადახვიდეთ, ძალისხმევა გჭირდებათ. რაც უფრო მალე მოახერხებთ ამას, მით უფრო ნაყფოიერი იქნება დღე. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, მათტან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ასევე დიდ სიხარულს მოგიტანთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.სასწორი: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისში ყველა საქმეს ფრთხილად უნდა მოეკიდოთ, ხოლო მნიშვნელოვანი შეხვედრები ცოტა ხნით მაინც გადადოთ, რადგან შეთანხმებების მიღწევა რთული იქნება. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ნაყოფიერი პერიოდია, როდესაც კმაყოფილებით აკეთებთ როგორც ჩვეულ საქმეებს, ისე ახალს ეჭიდებით დიდი ენთუზიაზმით. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა.მორიელი: ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება დღის პირველი ნახევარი. მოვლენები სწრაფად განვითარდება, ამის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა და გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. სიტუაციას შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. გექნებათ შესაძლებლობა, რომ დრო ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ.მშვილდოსანი: დღე კარგად ჩაივლის, სერიოზული პრობლემების გარეშე, თუ თავად არ შექმნით მათ. არ მიიღოთ წინდაუხედავი გადაწყვეტილებები, არ იჩაქ2როთ ვინმესთვის რამე პირობის მიცემა და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სირთულეები აიცილოთ თავიდან და მშვიდად განახორციელოთ ჩანაფიქრი. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. ზოგს ეს გაახარებს, ზოგს კი შეიძლება შეშურდეს.თხის რქა: კარგი დღეა მოკავშირეებისა და თანამოაზრეების მოსაძებნად. გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. ბევრია მზად, მხარი დაუჭიროს თქვენს იდეებს და დაგეხმაროთ მათ რეალიზებაში. თუ ვინმესთან გინდათ დამეგობრება, ან კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, ამას დიდი ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ. ძალიან წაგადგებათ მგზავრობა, გარემოს შეცვლა. ეს სასარგებლოც იქნება თქვენთვის და სასიამოვნოც.მერწყული: მოულოდნელი მოვლენები გელოდებათ, კარგი სიახლეები. შეიძლება ბევრი საქმე გქონდეთ – მოგიწიოთ როგორც სამუშაო, ისე სახლის საკითხების მოგვარება. მაგრამ დრო ყველაფრისთვის გეყოფათ. ხშირად გეხმარებათ ინტუიცია, რომლის წყალობითაც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ასევე გელოდებათ საინტერესო საუბრები, მათ შორის სერიოზულ და მნიშვნელოვან თემებზე. საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.თევზები: დილით თავს დრო მიეცით, რომ საჭირო განწყობაზე დადგეთ, კიდევ ერთხელ მოიფიქროთ გეგმები, დაელაპარაკოთ ახლობლებს. ეს ბევრი უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სერიოზული გადაწყვეტილებები დილით არ მიიღოთ. ამისთვის შესაფერისი დრო დღის მეორე ნახევარია. ბევრ თქვენგანს გაახარებს მეგობრების მხარდაჭერა. ამის წყალობით თავს უფრო მტკიცედ და მშვიდად იგრძნობთ.
https://sputnik-georgia.com/20210723/rodis-da-rat0pm-Ralatoben-zodiaqos-niSnebi-252393305.html
https://sputnik-georgia.com/20191016/zodiaqos-niSnebi-romlebic-ramdenjerme-qorwindebian-246759145.html
https://sputnik-georgia.com/20180413/ramdenad-emociuri-xarT-zodiaqos-niSnis-mixedviT-239985699.html
https://sputnik-georgia.com/20200428/sakarantino-horoskopi-zodiaqos-niSnebi-TviTizolaciis-dros-248344887.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/71/248497170_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_ad59b16a219fefb81f053ae647332c08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 9 სექტემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ეს ის დღეა, როცა შინაფან ხმას უნდა მოვუსმინოთ, დროულად მივაქციოთ ყურადღება, რადგან ის მოგვცემს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს. დღის პირველ ნახევარში კარგი იქნებასაკუთარი მიზნების მიღწევაზე მუშაობა, ხოლო დღის მეორე ნახევარში ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ვერძი: დააწყვეთ გეგმები, იფიქრეთ მომავალზე, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, სურვილები რომ აგისრულდეთ. გაჩნდება კარგი იდეები, იპოვით პასუხებს პრაქტიკულ კითხვებზე. არ არის გამორიცხული, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის რეალური შანსი გაჩნდეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ კარგად გესმოდეთ, რისკენ ისწრაფვით და რისი მიღწევა გინდათ. გარშემომყოფებისთვის ერთგვარი შთაგონების წყარო გახდებით.
კურო: როგორი დღე გექნებათ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ სერიოზული, თანამიმდევრული და მტკიცედ განწყობილი იქნებით, წარმატებებს მიაღწევთ რთულ საკითხებში, იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებმაც სხვები ჩიხში შეიყვანა. ხოლო თუ არასერიოზულად მოეკიდებით საქმეებს, მაშინ უსიამოვნო შედეგებს მოიმკით. ნუ მიენდობით იღბალს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. სჯობს, საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ.
ტყუპი: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ეს უნდა გამოიყენოთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მასშტაბურ და რთულ საქმეს შეეჭიდოთ. გადადგით პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლად და როდესაც გარშემომყოფები თქვენს პირველ წარმატებებს დაინახავენ, მოკავშირეებიც გამოჩნდებიან. კარგი დღეა ინიციატივის გამოჩენისთვის პირად ურთიერთობებში. საინტერესოდ ჩაივლის რომანტიკული პაემანიც.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისთვის, მათ შორის, თქვენი ინიციატივით. თუ იდეა გაქვთ, გაუზიარეთ ის ძველ ნაცნობებს, ისინი დაგეხმარებიან მათ რეალიზაციაში. არ არის გამორიცხული ასევე, რომ საინტერესო წინადადებაც მიიღოთ. იქნება ფინანსური საკითხების გადაჭრის შესაძლებლობა. ზოგიერთი თქვენგანი შემოსავლების გაზრდის მარტივ და ეფექტურ გზას მიაგნებენ. შესაძლებელია თანხის მიღება.
ლომი: ნუ შფოთავთ და გარშემომყოფებსაც არ აგრძნობინოთ თქვენი განგაშის შეგრძნებები. დღეს კარგი იქნება, თუ პრობლემებს არ განიხილავთ, არამედ იმსჯელებთ შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე. ეცადეთ, მეტი დრო იმ ადამიანების გვერდით გაატაროთ, რომლებიც პოზიტიურად არიან განწყობილი და იციან, როგორ დაგეხმარონ, რომ კარგ განწყობაზე დადგეთ. კარგი დღეა ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად.
ქალწული: არ არის ადვილი გონების მოკრება და სერიოზულად განწყობა სამუშაოსთვის. იცით, რომ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ ფიქრიდან რომ მოქმედებაზე გადახვიდეთ, ძალისხმევა გჭირდებათ. რაც უფრო მალე მოახერხებთ ამას, მით უფრო ნაყფოიერი იქნება დღე. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, მათტან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ასევე დიდ სიხარულს მოგიტანთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.
სასწორი: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისში ყველა საქმეს ფრთხილად უნდა მოეკიდოთ, ხოლო მნიშვნელოვანი შეხვედრები ცოტა ხნით მაინც გადადოთ, რადგან შეთანხმებების მიღწევა რთული იქნება. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ნაყოფიერი პერიოდია, როდესაც კმაყოფილებით აკეთებთ როგორც ჩვეულ საქმეებს, ისე ახალს ეჭიდებით დიდი ენთუზიაზმით. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა.
მორიელი: ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება დღის პირველი ნახევარი. მოვლენები სწრაფად განვითარდება, ამის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა და გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. სიტუაციას შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. გექნებათ შესაძლებლობა, რომ დრო ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ.
მშვილდოსანი: დღე კარგად ჩაივლის, სერიოზული პრობლემების გარეშე, თუ თავად არ შექმნით მათ. არ მიიღოთ წინდაუხედავი გადაწყვეტილებები, არ იჩაქ2როთ ვინმესთვის რამე პირობის მიცემა და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სირთულეები აიცილოთ თავიდან და მშვიდად განახორციელოთ ჩანაფიქრი. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. ზოგს ეს გაახარებს, ზოგს კი შეიძლება შეშურდეს.
თხის რქა: კარგი დღეა მოკავშირეებისა და თანამოაზრეების მოსაძებნად. გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. ბევრია მზად, მხარი დაუჭიროს თქვენს იდეებს და დაგეხმაროთ მათ რეალიზებაში. თუ ვინმესთან გინდათ დამეგობრება, ან კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, ამას დიდი ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ. ძალიან წაგადგებათ მგზავრობა, გარემოს შეცვლა. ეს სასარგებლოც იქნება თქვენთვის და სასიამოვნოც.
მერწყული: მოულოდნელი მოვლენები გელოდებათ, კარგი სიახლეები. შეიძლება ბევრი საქმე გქონდეთ – მოგიწიოთ როგორც სამუშაო, ისე სახლის საკითხების მოგვარება. მაგრამ დრო ყველაფრისთვის გეყოფათ. ხშირად გეხმარებათ ინტუიცია, რომლის წყალობითაც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ასევე გელოდებათ საინტერესო საუბრები, მათ შორის სერიოზულ და მნიშვნელოვან თემებზე. საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.
თევზები: დილით თავს დრო მიეცით, რომ საჭირო განწყობაზე დადგეთ, კიდევ ერთხელ მოიფიქროთ გეგმები, დაელაპარაკოთ ახლობლებს. ეს ბევრი უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სერიოზული გადაწყვეტილებები დილით არ მიიღოთ. ამისთვის შესაფერისი დრო დღის მეორე ნახევარია. ბევრ თქვენგანს გაახარებს მეგობრების მხარდაჭერა. ამის წყალობით თავს უფრო მტკიცედ და მშვიდად იგრძნობთ.