https://sputnik-georgia.com/20210908/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-8-seqtemberi-259395568.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T00:15+0400
2021-09-08T00:15+0400
2021-09-08T05:48+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24487/86/244878616_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_766e7dcdb3dfabbf3cc5318b6f7757f6.jpg
დღეს 2021 წლის 8 სექტემბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.ყველაფერში გარკვეულობა, სიცხადე წესრიგი გვსურს, მაგრამ სამწუხაროდ ამის სწრაფად მიღწევა ვერ მოხერხდება. ზოგიერთს სრულიად ახალი საქმე გამოუჩნდება და დაგეგმილს ვერ მიჰყვება. დღეს უფრო ადვილია დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან ასე მეტად სწრაფად მიაღწევთ მიზანს. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები შეყვარებულებისთვის.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 სექტემბერი>>ვერძი: დღე ხელსაყრელად იწყება. შესანიშნავი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, დანაპირების შესასრულებლად, სხვადასხვა პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად. ყველაფერს ბრწყინვალედ და სწრაფად გაართმევთ თავს. ასევე კარგად წარიმართება დღის მეორე ნახევარი, მაგრამ ასტროლოგები ამ დროს დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრას გირჩევენ. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანიც.კურო: ადვილი არ იქნება სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. ხართ „ფეთქებადი“, მოუთმენელი, უბრალო წვრილმანზეც ბრაზდებით. მაგრამ სერიოზული კონფლიქტები მაინც მოსალოდნელი არ არის გარშემომყოფების წყალობით, რომლებიც გიგებენ და თქვენ მიმართ მეგობრულად არიან განწყობილი. დღის მეორე ნახევარი საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაივლის. კარგი დროა ახალი საქმ,ეების დასაწყებად.ტყუპი: ფულთან დაკავშირებულ საქმეებში სიფრთხილეა საჭირო. არაა საუკეთესო დღე იმისთვის, რომ ფინანსური საკითხები გადაწყვიტოთ. რთულია სიტუაციის სწორად შეფასება. თუ იძულებული ხართ ამგვარი საქმეები გააკეთოთ, მაშინ რჩევის მოცემა გამოცდილ და სანდო ადამიანებს სთხოვეთ. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. გელოდებათ წარმატებები სამუშაოზე. ადვილად ამყარებთ კონტაქტებს ადამინებთან.კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა პროფესიული კონტაქტებისთვის, მაგალითად, შეხვედრები პოტენციურ საქმიან პარტნიორებთან, შესაძლო დამსაქმებლებთან. თქვენი ცოდნა და უნარები შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლებელია საინტერესო წინადადებების მიღება. ჰარმონიულად ვითარდება პირადი ურთიერძთობებიც. ახლობლებთან მომთმენი და დელიკატური ხართ. დღის მეორე ნახევარი შემოქმედებას დაუთმეთ.ლომი: დღის დასაწყისი მშფოთვარე და არაერთმნიშვნელოვანი იქნება. გარშემომყოფების პროვოკაციებს არ აჰყვებით, მაგრამ გამკლავება საკუთარ წუთიერ სურვილებთან გიჭირთ. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის. ბევრ თქვენგანს მოუწევს საოჯახო საქმეების, პრობლემების გადაჭრა, ახლობლების დახმარება.ქალწული: დღის პირველ ნახევარში უამრავი სიახლე გელოდებათ. კარგი იქნება, თუ მიღებულ ინფორმაციებს გადაამოწმებთ – არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი შეცდომაში შეყვანა უნდოდეს, ან ეს უნებურად გამოუვიდეს. დღის მეორე ნახევარში ყურადღება ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზე უნდა გაამახვილოთ. საკმაოდ დამღლელი პერიოდია, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი. დღის ბოლოს თავადაც გაგიკვირდებათ, იმდენ რამეს მოასწრებთ.სასწორი: შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ, რამე სრულყოთ ან კორექტივები შეიტანოთ. ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. ინტუიცია სათანადო დონეზე გაქვთ და ის გიკარნახებთ, როგორ ჯობია მოქმედება. ასევე კარგი დროა პირადი ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ წერტილი დაუსვათ გაუგებრობებს, უთანხმოებებს. საერთო ენის გამონახვას შეძლებთ მათთანაც კი, ვისთანაც კონტაქტი ყოველთვის გიჭირდათ.მორიელი: დიდი ალბათობით, დღეს სანერვიულო არაფერი გექნებათ და შფოთვის რამე მიზეზი არ მოგეცემათ. ბევრი რამ ეწყობა კარგად და თუ რამე პრობლემა ჩნდება, მალევე აგვარებთ. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებიან, მათ შორის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობები გაწყვიტეთ და ახლა ნანობთ. კარგი დროა იმისთვის, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ სასიყვარულო ასპარეზზე. ამის წყალობით შეიძლება თავბრუდამხვევი რომანიც გაჩაღდეს.მშვილდოსანი: საინტერესო და მრავალფეროვანი, მოვლენებით აღასავსე დღე გელოდებათ. ხართ ენერგიული და აქტიურობისთვის განწყობილი. სიამოვნებით ეჭიდებით ახალ საქმეებს, ხელიდან არ უშვებთ რამე ახლის სწავლის შანსს. გინდათ თუ არა, საყოველთაო ყურადღებას იპყრობთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. ამ დღემ შეიძლება სათავე დაუდოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს.თხის რქა: გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი არ არის. ხანდახან არასწორად გიგებენ და ერთი და იმავეს ახსნა რამდენჯერმე გჭირდებათ, ეს გაღიზიანებთ, მაგრამ შეძლებთ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას და ვითარების განმუხტვას, მათ შორის, იუმორის მეშვეობით. კარგი დღეა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. ასე არავინ მოგაცდენთ და უფრო კარგად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს.მერწყული: დღე ხელსაყრელად იწყება. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რომელთა განხორციელების დაწყება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. პირველი ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება, დამოუკიდებლად მოგიწიოძთ, შემდეგ კი დამხმარეებიც გამოჩნდებიან. იმედს არ გაგიცრუებთ დღის მეორე ნახევარიც. ეს კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობების, ოჯახური ღონისძიებებისთვის. მოსალოდნელია თანხის მიღება.თევზები: დღის დასაწყისში მცირე სირთულეები, გაუგებრობებია მოსალოდნელი. არცთუ კარგი დროა ფულთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა. შესაფერისი დროა მომავალზე მსჯელობის, გეგმების განხილვისთვის.
https://sputnik-georgia.com/20210831/zodiaqo-seqtembris-astrologiuri-prognozi-259183926.html
https://sputnik-georgia.com/20181009/mtroba-zodiacos-niSnebs-Soris-242411847.html
https://sputnik-georgia.com/20210830/zodiaqos-yvelaze-qarizmatuli-nisnebi-258887116.html
https://sputnik-georgia.com/20210820/zodiaqos-xuTi-gulcivi-niSani-252629021.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24487/86/244878616_115:0:1932:1363_1920x0_80_0_0_64bd02510db9f68b2bb670ab8b315aa9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი
00:15 08.09.2021 (განახლებულია: 05:48 08.09.2021) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 8 სექტემბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ყველაფერში გარკვეულობა, სიცხადე წესრიგი გვსურს, მაგრამ სამწუხაროდ ამის სწრაფად მიღწევა ვერ მოხერხდება. ზოგიერთს სრულიად ახალი საქმე გამოუჩნდება და დაგეგმილს ვერ მიჰყვება. დღეს უფრო ადვილია დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან ასე მეტად სწრაფად მიაღწევთ მიზანს. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები შეყვარებულებისთვის.
ვერძი: დღე ხელსაყრელად იწყება. შესანიშნავი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, დანაპირების შესასრულებლად, სხვადასხვა პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად. ყველაფერს ბრწყინვალედ და სწრაფად გაართმევთ თავს. ასევე კარგად წარიმართება დღის მეორე ნახევარი, მაგრამ ასტროლოგები ამ დროს დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრას გირჩევენ. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანიც.
კურო: ადვილი არ იქნება სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. ხართ „ფეთქებადი“, მოუთმენელი, უბრალო წვრილმანზეც ბრაზდებით. მაგრამ სერიოზული კონფლიქტები მაინც მოსალოდნელი არ არის გარშემომყოფების წყალობით, რომლებიც გიგებენ და თქვენ მიმართ მეგობრულად არიან განწყობილი. დღის მეორე ნახევარი საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაივლის. კარგი დროა ახალი საქმ,ეების დასაწყებად.
ტყუპი: ფულთან დაკავშირებულ საქმეებში სიფრთხილეა საჭირო. არაა საუკეთესო დღე იმისთვის, რომ ფინანსური საკითხები გადაწყვიტოთ. რთულია სიტუაციის სწორად შეფასება. თუ იძულებული ხართ ამგვარი საქმეები გააკეთოთ, მაშინ რჩევის მოცემა გამოცდილ და სანდო ადამიანებს სთხოვეთ. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. გელოდებათ წარმატებები სამუშაოზე. ადვილად ამყარებთ კონტაქტებს ადამინებთან.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა პროფესიული კონტაქტებისთვის, მაგალითად, შეხვედრები პოტენციურ საქმიან პარტნიორებთან, შესაძლო დამსაქმებლებთან. თქვენი ცოდნა და უნარები შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლებელია საინტერესო წინადადებების მიღება. ჰარმონიულად ვითარდება პირადი ურთიერძთობებიც. ახლობლებთან მომთმენი და დელიკატური ხართ. დღის მეორე ნახევარი შემოქმედებას დაუთმეთ.
ლომი: დღის დასაწყისი მშფოთვარე და არაერთმნიშვნელოვანი იქნება. გარშემომყოფების პროვოკაციებს არ აჰყვებით, მაგრამ გამკლავება საკუთარ წუთიერ სურვილებთან გიჭირთ. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის. ბევრ თქვენგანს მოუწევს საოჯახო საქმეების, პრობლემების გადაჭრა, ახლობლების დახმარება.
ქალწული: დღის პირველ ნახევარში უამრავი სიახლე გელოდებათ. კარგი იქნება, თუ მიღებულ ინფორმაციებს გადაამოწმებთ – არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი შეცდომაში შეყვანა უნდოდეს, ან ეს უნებურად გამოუვიდეს. დღის მეორე ნახევარში ყურადღება ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზე უნდა გაამახვილოთ. საკმაოდ დამღლელი პერიოდია, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი. დღის ბოლოს თავადაც გაგიკვირდებათ, იმდენ რამეს მოასწრებთ.
სასწორი: შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ, რამე სრულყოთ ან კორექტივები შეიტანოთ. ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. ინტუიცია სათანადო დონეზე გაქვთ და ის გიკარნახებთ, როგორ ჯობია მოქმედება. ასევე კარგი დროა პირადი ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ წერტილი დაუსვათ გაუგებრობებს, უთანხმოებებს. საერთო ენის გამონახვას შეძლებთ მათთანაც კი, ვისთანაც კონტაქტი ყოველთვის გიჭირდათ.
მორიელი: დიდი ალბათობით, დღეს სანერვიულო არაფერი გექნებათ და შფოთვის რამე მიზეზი არ მოგეცემათ. ბევრი რამ ეწყობა კარგად და თუ რამე პრობლემა ჩნდება, მალევე აგვარებთ. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებიან, მათ შორის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობები გაწყვიტეთ და ახლა ნანობთ. კარგი დროა იმისთვის, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ სასიყვარულო ასპარეზზე. ამის წყალობით შეიძლება თავბრუდამხვევი რომანიც გაჩაღდეს.
მშვილდოსანი: საინტერესო და მრავალფეროვანი, მოვლენებით აღასავსე დღე გელოდებათ. ხართ ენერგიული და აქტიურობისთვის განწყობილი. სიამოვნებით ეჭიდებით ახალ საქმეებს, ხელიდან არ უშვებთ რამე ახლის სწავლის შანსს. გინდათ თუ არა, საყოველთაო ყურადღებას იპყრობთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. ამ დღემ შეიძლება სათავე დაუდოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს.
თხის რქა: გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი არ არის. ხანდახან არასწორად გიგებენ და ერთი და იმავეს ახსნა რამდენჯერმე გჭირდებათ, ეს გაღიზიანებთ, მაგრამ შეძლებთ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას და ვითარების განმუხტვას, მათ შორის, იუმორის მეშვეობით. კარგი დღეა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. ასე არავინ მოგაცდენთ და უფრო კარგად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს.
მერწყული: დღე ხელსაყრელად იწყება. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რომელთა განხორციელების დაწყება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. პირველი ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება, დამოუკიდებლად მოგიწიოძთ, შემდეგ კი დამხმარეებიც გამოჩნდებიან. იმედს არ გაგიცრუებთ დღის მეორე ნახევარიც. ეს კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობების, ოჯახური ღონისძიებებისთვის. მოსალოდნელია თანხის მიღება.
თევზები: დღის დასაწყისში მცირე სირთულეები, გაუგებრობებია მოსალოდნელი. არცთუ კარგი დროა ფულთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა. შესაფერისი დროა მომავალზე მსჯელობის, გეგმების განხილვისთვის.