თბილისში კიდევ ერთი სკეიტ-პარკი გაიხსნა

© Tbilisi City Hallახალი სკეიტ-პარკი კიკვიძის პარკში
ახალი სკეიტ-პარკი კიკვიძის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
გამოწერა
ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ახალი სივრცე ყოფილ კიკვიძის პარკში გაიხსნა
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ყოფილი კიკვიძის პარკი) გუშინ საღამოს ახალი სკეიტ-პარკი გაიხსნა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ანდრია ბასილაია.
ახალი სკერი ფანასკერტელის ქუჩაზე
 - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
თბილისში ახალგაზრდა დიზაინერების მიერ დაპროექტებული სკვერი გაჩნდა
სკეიტ-პარკი 508 კვ მეტრს მოიცავს და სპორტული ცენტრების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
პროექტის ბიუჯეტი 450.164 ლარს შეადგენს.
თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, მსგავსი სივრცეების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის.
„ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტ-პარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ-პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ“, - განაცხადა კალაძემ.
სტუდენტები აუდიტორიაშუ - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
მერმა ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიური სკეიტ-პარკები უკვე ფუნქციონირებს მზიურის და დედა-ენის პარკებში.
მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა.
ყველა ახალი ამბავი
0