თბილისში ახალგაზრდა დიზაინერების მიერ დაპროექტებული სკვერი გაჩნდა

© Tbilisi City Hallახალი სკერი ფანასკერტელის ქუჩაზე
ახალი სკერი ფანასკერტელის ქუჩაზე
 - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
თბილსს კიდევ ერთი თანამედროვე და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ფანასკერტელის ქუჩაზე ახალგაზრდა დიზაინერების მიერ დაპროექტებული ახალი სკვერი გაჩნდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
5 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებულ სკვერთან დაკავშირებული ყველა დეტალის გაფორმებას ხუთი ახალგაზრდა დიზაინერი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა.
სკვერის კედლები ნათელი ფერებითაა შეღებილი, ბავშვებისთვის მოწყობილია სათამაშო სივრცე, მოზარდებისა და უფროსებისთვის კი სპორტული მოედნები. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ლედ განათების სისტემა და სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.
მერიის პროექტი – ცენტრალური პარკი იპოდრომის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
კალაძემ დედაქალაქში პარკების კულტურის განვითარებაზე ისაუბრა
„ყველაფერი ეს ახალგაზრდა ბიჭებმა გააკეთეს. ეს მართლა კარგი პროექტია. მინდა ყველამ იცოდეს ამ ახალგაზრდების სახელი – ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერია საკუთარ პროექტებს ახალგაზრდა სპეციალისტებს ანდობს.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი ახალგაზრდა მხატვრების მიერ მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვაა. ამ კუთხით ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ჩატარებულია გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში.
ყველა ახალი ამბავი
0