https://sputnik-georgia.com/20210912/gaxarias-mxardamwerta-stabs-maka-maxaraze-uxelmzrvanelebs-259536957.html
გახარიას მხარდამჭერთა შტაბს მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს
გახარიას მხარდამჭერთა შტაბს მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს
Sputnik საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა შტაბი თბილისში უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T20:37+0400
2021-09-12T20:37+0400
2021-09-12T20:37+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0c/259535561_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_824d0a27fa34947b7a7352a21f30465b.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა ჯგუფს ცნობილი ბალერინა მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.ექს-პრემიერის მხარდამჭერთა შტაბი უზნაძის 4 ნომერში გაიხსნა. მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით აქ გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.პარტიამ მხარდამჭერებისთვის გახსნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ისინი ონლაინ-რეგისტრაციას შეძლებენ.მაკა მახარაძე - ცნობილი სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის და მსახიობის, მედეა ჩახავას ქალიშვილია. მაკა მახარაძე თბილისში 1950 წლის 19 მაისს დაიბადა.1968 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის №1 სკოლასთან არსებულ ბავშვთა საბალეტო სკოლა-სტუდიას, რომელიც შემდგომში მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიად გადაკეთდა.მაკა მახარაძის მეუღლე - მხატვარი თეიმურაზ მურვანიძეა. მაკა მახარაძის ქალიშვილი - თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ნატა მურვანიძეა.პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.გამოკითხვების შედეგებით, დღეისათვის გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.გიორგი გახარია ადგილობრივ არჩევნებზე 2 ოქტომბერს კენჭს თბილისის მერის პოსტზე იყრის.
https://sputnik-georgia.com/20210831/morigi-gamokitxva-bin-gaimarjvebs-arcevnebze-259193370.html
https://sputnik-georgia.com/20210902/gaxaria-debatebsi-iwvevs-tavis-ziritad-konkurentebs-kalazesa-da-melias-259263602.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0c/259535561_193:0:1400:905_1920x0_80_0_0_d20466b8e922e1339f07f8848cc37389.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
გახარიას მხარდამჭერთა შტაბს მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს
პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა შტაბი თბილისში უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა ჯგუფს ცნობილი ბალერინა მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს, ინფორმაციას პარტიის
პრესსამსახური ავრცელებს.
ექს-პრემიერის მხარდამჭერთა შტაბი უზნაძის 4 ნომერში გაიხსნა. მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით აქ გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
პარტიამ მხარდამჭერებისთვის გახსნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ისინი ონლაინ-რეგისტრაციას შეძლებენ.
მაკა მახარაძე - ცნობილი სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის და მსახიობის, მედეა ჩახავას ქალიშვილია. მაკა მახარაძე თბილისში 1950 წლის 19 მაისს დაიბადა.
1968 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის №1 სკოლასთან არსებულ ბავშვთა საბალეტო სკოლა-სტუდიას, რომელიც შემდგომში მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიად გადაკეთდა.
მაკა მახარაძის მეუღლე - მხატვარი თეიმურაზ მურვანიძეა. მაკა მახარაძის ქალიშვილი - თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ნატა მურვანიძეა.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, დღეისათვის გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
გიორგი გახარია ადგილობრივ არჩევნებზე 2 ოქტომბერს კენჭს თბილისის მერის პოსტზე იყრის.