https://sputnik-georgia.com/20210912/anita-rawvelisvili-orsulobis-mesvide-tveze-aicra-259537438.html
ანიტა რაჭველიშვილი ორსულობის მეშვიდე თვეზე აიცრა
ანიტა რაჭველიშვილი ორსულობის მეშვიდე თვეზე აიცრა
Sputnik საქართველო
მომღერალმა ყველა ორსულს ურჩია მის მაგალითს მიბაძოს, ასევე გაამხილა, რომ ნოემბერში გოგონას ელოდება 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T21:51+0400
2021-09-12T21:51+0400
2023-08-17T18:14+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
ქართველი ცნობადი სახეები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259549393_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_75354b8320ad7d9921175aa67da3bf1b.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საოპერო მომღერალი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც შვიდი თვის ორსულია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ამის შესახებ მომღერალი თავის Facebook-გვერდზე წერს.რაჭველიშვილი სხვა ორსულებსაც ვაქცინის გაკეთებას ურჩევს.მომღერლის თქმით, მან უკვე ორჯერ გადაიტანა კორონავირუსი და შიშობს, რომ მესამედ „ორგანიზმი ძალიან რთულად გადაიტანს, ან ვერ გადაიტანს“.მომღერალმა ასევე აცნობა თავის თაყვანისმცემლებს, რომ ელოდება გოგონას, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაიბადება და სცენაზე დაბრუნებას უკვე იანვარში გეგმავს.ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. საქართველოში ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასაძლევად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 60-70 პროცენტი უნდა აიცრას.
https://sputnik-georgia.com/20210912/saqartvelosi-wlis-bolomde-zrdasruli-mosaxleobis-60-procenti-acrili-iqneba-259531763.html
https://sputnik-georgia.com/20210603/anita-rachvelishvili-orsuladaa-251922343.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259549393_130:0:1111:736_1920x0_80_0_0_88f0eb03df5dcc3e3f18374686289348.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, ქართველი ცნობადი სახეები, covid-19
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, ქართველი ცნობადი სახეები, covid-19
ანიტა რაჭველიშვილი ორსულობის მეშვიდე თვეზე აიცრა
21:51 12.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) მომღერალმა ყველა ორსულს ურჩია მის მაგალითს მიბაძოს, ასევე გაამხილა, რომ ნოემბერში გოგონას ელოდება
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საოპერო მომღერალი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც შვიდი თვის ორსულია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ამის შესახებ მომღერალი თავის
Facebook-გვერდზე წერს.
რაჭველიშვილი სხვა ორსულებსაც ვაქცინის გაკეთებას ურჩევს.
12 სექტემბერი 2021, 16:05
მომღერლის თქმით, მან უკვე ორჯერ გადაიტანა კორონავირუსი და შიშობს, რომ მესამედ „ორგანიზმი ძალიან რთულად გადაიტანს, ან ვერ გადაიტანს“.
„ძალიან ბევრი ორსული შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს და ვურჩევდი ყველას, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, აუცილებლად გაიკეთონ აცრა", - წერს რაჭველიშვილი.
მომღერალმა ასევე აცნობა თავის თაყვანისმცემლებს, რომ ელოდება გოგონას, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაიბადება და სცენაზე დაბრუნებას უკვე იანვარში გეგმავს.
ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. საქართველოში ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.
2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.
რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციას, ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.491.371 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 303.483 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 31,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 593.944 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 20,8%. 11 სექტემბერს აიცრა 21.199 ადამიანი. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასაძლევად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 60-70 პროცენტი უნდა აიცრას.