Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„წონაში დავიკელი და მერე ეს საოცრება მოხდა...“ – ანიტა რაჭველიშვილი ორსულადაა

© Photo: Anita Rachvelishvili / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ცნობილი საოპერო მომღერალი და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე ხუთი წლის წინ დაქორწინდნენ. ანიტა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

საოპერო მომღერალი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ფეხმძიმედაა. ის უკვე 14 კვირის ორსულია.

ანიტამ ეს ამბავი თავის ხელმომწერებს ორი ვიდეოს საშულებით ამცნო, პირველში ჩანს, როგორ დაიკლო მომღერალმა წონაში საგრძნობლად, მცირე ხნის შემდეგ კი შეიტყო, რომ პირველ შვილს ელოდება. მეორე ვიდეოში მას უკვე მუცელი აქვს მომრგვალებული.

„2 აპრილს დავდე ეს ვიდეო, სიამაყით სავსემ, რადგან წონაში დავიკელი და მერე ეს საოცრება მოხდა… ყველაზე ბედნიერი დღეებია ჩვენს ცხოვრებაში!“ – დაწერა საოპერო მომღერალმა.

ცნობილი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი 5 წლის წინ გათხოვდა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონია, რომელზეც მთელი ქართული ელიტა იყო მიწვეული, მარიამობა დღეს, 28 აგვისტოს გაიმართა. ანიტას რჩეული — ოთარ მაისურაძე ასევე მომღერალი და მუსიკოსი, ქართული ანსამბლ „მძლევარის“ წევრია. ის წარსულში მორაგბე იყო.

ოთარ მაისურაძემ ანიტას ხელი რომანტიკულ გარემოში — ანიტას დაბადების დღეს, 28 ივნისს ტბაზე ნავით სეირნობისას სთხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0