https://sputnik-georgia.com/20210912/saqartvelosi-wlis-bolomde-zrdasruli-mosaxleobis-60-procenti-acrili-iqneba-259531763.html
საქართველოში წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრილი იქნება
საქართველოში წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრილი იქნება
Sputnik საქართველო
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შესაძლებელია, თუ ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 30-35 ათასის ნიშნულზე ავა 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T16:05+0400
2021-09-12T16:05+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259338620_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_640b0ef64c042ffa6c779a5f8c136c95.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის დღევანდელი ტემპი საკმარისია იმისათვის, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.491.371 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 303.483 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 31,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 593.944 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 20,8%. 11 სექტემბერს აიცრა 21.199 ადამიანი.ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე COVID-19-ზე საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.მისი თქმით, სექტემბერი და ოქტომბერი - კრიტიკული თვეებია საქართველოსთვის, ამიტომ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 30-35 ათასამდე უნდა გაიზარდოს.„გვინდა, რომ მეტი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი - 30-35 ათასი. ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
https://sputnik-georgia.com/20210912/witelma-jvarma-saqartvelos-sinofarmis-100-atasi-doza-gadmosca-259523282.html
https://sputnik-georgia.com/20210912/pandemiis-meotxe-talris-pikma-gadaiara-rodis-unda-elodos-saqartvelo-mexute-talras-259530583.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259338620_0:0:2463:1847_1920x0_80_0_0_d3bf6a38173e6d03aecdc5b98887d525.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველოში წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრილი იქნება
16:05 12.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შესაძლებელია, თუ ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 30-35 ათასის ნიშნულზე ავა
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის დღევანდელი ტემპი საკმარისია იმისათვის, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.491.371 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 303.483 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 31,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 593.944 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 20,8%. 11 სექტემბერს აიცრა 21.199 ადამიანი.
12 სექტემბერი 2021, 09:30
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე COVID-19-ზე საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.
„თუ ჩვენ ამ ტემპით წავედით, საშუალოდ დღეში 23-24 ათასი, ჩვენ წლის ბოლოსთვის თავისუფლად შევასრულებთ იმ ჩვენს სამიზნეს, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მეტი გვინდა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში დავიჭერთ ამ მაჩვენებელს, 24 ათას დღიურს, ოქტომბრის ბოლოსთვის სერიოზულად შევაკავებთ (პანდემიას - რედ.), ანუ ცივ სეზონს შევხვდებით სერიოზული იმუნიტეტით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, სექტემბერი და ოქტომბერი - კრიტიკული თვეებია საქართველოსთვის, ამიტომ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 30-35 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
12 სექტემბერი 2021, 14:47
„გვინდა, რომ მეტი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი - 30-35 ათასი. ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.