ოზურგეთში შეკერილი ჯინსები ევროპაში იყიდება

© photo: Sputnikჯინსები
ჯინსები - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ჯინსების სამკერვალო ფაბრიკას პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა URBAN, PIECES, GINA TRICOT, LIU JO, NOISY MAY, VERO MODA, GEORGE, VERO MODA-CURVE, NEW LOOK, ONLY, CUBUS.
თბილისი,11 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ჯინსების სამკერვალო ფაბრიკას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ურუშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ესტუმრა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ჯინსების სამკერვალო ფაბრიკის მფლობელ კომპანია „ოზურგეთი დენიმს" პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უძრავი ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ გადაეცა სიმბოლურ ფასად. კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა URBAN, PIECES, GINA TRICOT, LIU JO, NOISY MAY, VERO MODA, GEORGE, VERO MODA-CURVE, NEW LOOK, ONLY, CUBUS. ოზურგეთში შეკერილი პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გადის.
ნახევარფაბრიკატების საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება: როგორ დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს
ნათია თურნავას თქმით, ინვესტორმა სრულად განაახლა წლების წინ ნანგრევად ქცეული ადგილი, სადაც დღეს საწარმო მდებარეობს.
უწყების ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულია 150 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ძირითადად ქალბატონები.
„კომპანიას აქვს გაფართოების სურვილი და ჩვენ კვალავაც დავუდგებით მათ გვერდში. სწორედ ამისთვის არის ჩვენი ახალი პროგრამები, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ და რომელიც უკვე ამოქმედებულია. ეს არის საექსპორტო დარგებისა და ადგილობრივი ქართული წარმოების წახალისების პროგრამები. ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით რეგიონებში ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში, ვინაიდან პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. პროგრამა ფართოვდება და მას დაემატა 4 ახალი კომპონენტი, რომლით სარგებლობა ბენეფიციარებს 1 სექტემბრიდან შეუძლიათ.
ახალი ინიციატივით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
ახლადაშენებული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
ნათია თურნავა: პანდემიის პირობებში „ალფა პეტმა" წარმოება გააფართოვა
საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას. პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6,2 ათასზე მეტი პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0